Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:42 06.01.2018
6 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
ძლიერი და მამაცი ხართ, მაგრამ ალკოჰოლის ზემოქმედებით ან ვინმესთვის რაიმეს დასამტკიცებლად თავს საფრთხეში ნუ ჩაიგდებთ. მშვიდად და გააზრებულად იმოქმედეთ. 



კურო
საყვარელი ადამიანის მიმართ იყავით გულწრფელი და მოსიყვარულე. დაეხმარეთ მას სირთულეების დაძლევაში. გაუზიარეთ საკუთარი გამოცდილება.



ტყუპი
დღეს გარშემო მყოფებსა და სიტუაციებზე იქნებით დამოკიდებული. შეიძლება განმეორდეს წარსულის მომენტები. მეტი მზრუნველობა გმართებთ შინაური ცხოველებისადმი. 

 


კირჩხიბი
დამშვიდდით და გეგმის მიხედვით იმოქმედეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. რჩევა გამოცდილ ადამიანებს ჰკითხეთ. 



ლომი
ნუ დახუჭავთ თვალებს ნათესავებთან, საყვარელ ადამიანთან დაკავშირებულ პრობლემებზე. მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეების მოგვარებას. მოერიდეთ გადატვირთვასა და უსიამოვნებებს. 



ქალწული
დღეს მიხვდებით ვინაა თქვენი ნამდვილი მეგობარი, ერთგული მეკავშირე. კარგი დღეა საქმიანი მოლაპარაკებებისთვის, რომლებსაც მეგობრულ გარემოში დაგეგმავთ. 



სასწორი
იყავით დაკვირვებული. სიფრთხილე გმართებთ ფინანსური ოპერაციების ჩატარებისას. არავის ანდოთ საკუთარი უსაფრთხოება, ელექტრონული პაროლი. 



მორიელი
ნუ გაეხვევით საეჭვო საქმიანობაში; გაფრთხილდით, არავინ გაგხვიოთ ჭორებსა და ინტრიგებში. კარგი დღეა საიდუმლო შეხვედრებისთვის. 



მშვილდოსანი
ნუ გახდებით ვინმეზე ან რამეზე დამოკიდებული. ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ და ნუ შეგეშინდებათ სიმართლისთვის თვალის გასწორების. 



თხის რქა 
კარგი დღეა თანამოაზრეებთან შესახვედრად, მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ მსუბუქ, მეგობრულ გარემოში. ზოგიერთს მომავლის გაგება მოუნდება. რჩევა გამოცდილ ადამიანებს ჰკითხეთ. 



მერწყული
მოერიდეთ კამათს გარშემო მყოფებთან. უსიამოვნების მიზეზი შეიძლება გახდეს ოჯახური ურთიერთობა, ფინანსური საკითხები. სხვა დღისთვის გადადეთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. 



თევზები
გააუმჯობესეთ ურთიერთობა უცხოელებთან. შეიძლება საინტერესო შემოთავაზე მიიღოთ. დღეს მიხვდებით ვინაა თქვენი მეგობარი და ვის არ უნდა ენდოთ.

ავტორ(ებ)ი : astrologi.ambebi.ge