Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

12:24 06.01.2018
"თურქეთს ევროკავშირში გაწევრიანების შანსი არ აქვს"–ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების შანსს ვერ ხედავს. ამის შესახებ მაკრონმა გუშინ, პარიზში თურქ კოლეგასთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრაზე განაცხადა.



„თურქეთში განვითარებული ბოლო მოვლენები და ქვეყნის ხელმძღვანელობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე დაწყებულ პროცესში რაიმე სახის პროგრესს შეუძლებელს ხდის. მე თურქ კოლეგასთან საუბარში ეს თემა გულახდილ საუბარში განვიხილე“, - განაცხადა მაკრონმა.



ამავდროულად, მაკრონი არ გამორიცხავს, რომ თურქეთსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობა და პარტნიორობა განვითარდეს.


თავის მხრივ, ერდოღანმა განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მსურველთა რიგში ყოფნამ ანკარა „ძალიან დაღალა“.

 

„შეუძლებელია მუდმივად ევროკავშირში გაწევრიანებას ვითხოვდეთ“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.



აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის ოფიციალური სტატუსი თურქეთმა 1999 წელს მიიღო.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge