Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

13:51 05.01.2018
აშშ-ში ძლიერი ყინვისა და დიდთოვლობის შედეგად მინიმუმ 12 ადამიანი დაიღუპა

აშშ-ში ძლიერი ყინვისა და დიდთოვლობის შედეგად მინიმუმ 12 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი CNN ავრცელებს.


აღსანიშნავია, რომ ვისკონსის შტატში ექვსი ადამიანი დაიღუპა, ოთხი - ტეხასში და ორი ადამიანი - ჩრდილოეთ დაკოტასა და მისურის შტატში. თოვლი და ყინვა ამ კვირაში შეერთებული შტატების აღმოსავლეთ რეგიონებს დაატყდა თავს. განსაკუთრებით დაზარალდა მასაჩუსეტსის, პენსილვანიის, ფლორიდის, სამხრეთ კაროლინის, ნიუ იორკის შტატები. ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ დიდთოვლობისა და ყინვის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

 

ტემპერატურა ამჟამად მინუს 5 გრადუსს აღწევს. ნიუ-იორკის ტრასაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, მეორე კი მძიმედ დაშავდა. ავარიაში 35 ავტომობილი, მათ შორის 10 სატვირთო მანქანა მოყვა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge