Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

16:32 04.01.2018
აშშ-ი არქტიკულ ყინვას მოხუცი და ზვიგენები ემსხვერპლნენ (+ფოტოები)

აშშ-ის ჩრდილოეთ ნაწილში ბოლო პერიოდში ძლიერი ყინვის გამო ნიაგარის ჩანჩქერის გაყინვის შემდეგ ცნობილი ხდება, რომ ტბებსა და მდინარეებში თევზებიც იყინებიან. აშშ-ის სანაპიროებზე ადგილობრივმა მცხოვრებლებმა გაყინული ზვიგენები და თევზები იპოვეს.

 

ამერიკის ზოგიერთ რეიონგში ტემპერატურა ღამე -28 გრადუსზე უფრო ქვემოთ ჩამოდის. არქტიკული ყინვებს პოლიციის ცნობით 83 წლის მოხუცი ემსხვერპლა. 

 

ნიუ-იორკის სკოლები დიდთოვლობის გამო დროებით დაიკეტა. უამინდობის გამო ქალაქის კომუნალური სამსახურები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. ქალაქის ქუჩებს 1500 ერთეული თოვლის საწმენდი ტექნიკა წმენდს. 

 

ფლორიდაში კი ბოლო 29 წლის განმავლობაში პირველად გათოვდა.

 

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge