Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

16:06 04.01.2018
როგორ მოქმედებს ლოგინის თეთრეულის ფერი ძილზე

ძილის დარღვევის მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს, მათ შორის გადაღლა და მძიმე (ძნელად მოსანელებელი) ვახშამი. თურმე, ლოგინის თეთრეული ასევე დიდ გავლენას ახდენს ძილის პროცესზე. ძილის ამერიკულმა ნაციონალურმა ფონდმა ჩაატარა კვლევა, რომლითაც გაირკვა, რომ ბევრად უკეთ სძინავთ იმ ადამიანებს, რომელთა საძინებელიც სუფთა და კეთილმოწყობილია, ლოგინის თეთრეული კი თეთრი ფერის.

 

გამოკითხვაში მონაწილეობდა 25-55 წლის ასაკის 1500 ამერიკელი. ძილის ხარისხზე მოქმედი ფიზიკური ფაქტორებიდან გამოიკვეთა არაკომფორტული “მატრასი” და ლოგინის უხეში თეთრეული, ოთახის მაღალი ტემპერატურა, კაშკაშა სინათლე, სუნი და ხმაური. 

 

სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა მკვლევართათვის ის, რომ ღამის ძილზე დიდ გავლენას ახდენს ლოგინის თეთრეულის ფერიც. მათ გასაკვირად რბილმა ბალიშებმა და არომატულმა სანთლებმა ვერ გადაჭრეს ძილის დარღვევათა პრობლემა, სამაგიეროდ, ლოგინის თეთრეულის ფერის შეცვლამ ბევრს მოუტანა შვება უკეთ დასვენების თვალსაზრისით. 

 

როგორც ფსიქოლოგები აღნიშნავენ, თეთრი ფერი სისუფთავესა და სიმშვიდესთან ასოცირდება, უკეთ მოდუნებისა და განტვირთვის

 

საშუალებას აძლევს ადამიანს, შესაბამისად, თეთრი ფერის თეთრეულში უკეთ გვძინავს. სხვადასხვა ჭრელი, “მხიარული” ფერები და ორნამენტები კი აღაგზნებს ფსიქიკას და ძაბავს. 

 

არანაკლებ დიდი მნიშვნელობა აქვს ლოგინის თეთრეულის ხარისხსაც, ის ნაზი და სხეულთან შეხებაში სასიამოვნო უნდა იყოს, უხეში, სრიალა და ცხელი (ჩამხუთავი) ქსოვილები აუცილებლად დისკომფორტს შეგიქმნით და ძილის ხარისხზეც აისახება!

ავტორ(ებ)ი : mkurnali.ge