Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

17:05 28.12.2017
წყლის ტარიფი მცხეთის მოსახლეობასაც გაუძვირდა

მცხეთის მოსახლეობას წყლის ტარიფი გაუძვირდა. უფრო კონკრეტულად კი, გამრიცხველიანებულ აბონენტებს წყლის ტარიფი დაახლოებით, 12 თეთრით, გაუმრიცხველიანებულ აბონენტებს დაახლოებით, 1 ლარით და 48 თეთრით, არასაყოფაცხოვრებო სექტორს კი დაახლოებით, 35 თეთრით გაუძვირდა.



ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული გადაწყვეტილების თანახმად, მრიცხველის მქონე მოსახლეობისთვის წყლის ტარიფი იქნება 1მ3-ზე 0.329 ლარი, უმრიცხველო მოხმარებისას (ფიქსირებული) 1 სულზე 3.888 ლარი,


არასაყოფაცხოვრებო სექტორისთვის (ორგანიზაციები და კომერციული სექტორი) 1მ3 - 3.548 ლარი.



აღნიშნული პროექტი სემეკის დღევანდელ სხდომაზე უყარეს კენჭი. 


დღეს დადგენილი ტარიფები ძალაში 2018 წლის 1-ლი იანვრიდან შევა და 2020 წლის ბოლომდე იქნება.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge