Powered by Jasper Roberts - Blog

15:44 27.12.2017
"სტრასბურგამდე მივალ და სიმართლეს დავადგენ, რომ ჩემი უდანაშაულო შვილი გაიმეტეს"–დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა

პანკისის ხეობაში აქცია დასრულდა. მანამდე სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ შეკრებილ მოსახლეობას მიმართა. 


"სირცხვილია ხელისუფლების მხრიდან, ჩემი შვილი სიკვდილს ებრძვის, მძინარეს ესროლეს და ახლა კიდევ ამბობენ ტერორისტიაო. როგორ ამბობენ, რომ წინააღმდეგობა გაუწია, როცა ბავშვი საწოლიდან წამომჯდარიც არ არის, ისე აქვს ნასროლი. ხელისუფლება თვითონ ქმნის ტერორისტებს, მე ახლა ქვეყანაც მძულს, ჩემი თავიც და ყველა. თუ ჩემი შვილი ტერორისტია, მაშინ მეც ტერორისტი ვარ. ამ საქმეს ასე არ დავტოვებთ. სტრასბურგამდე მივალ და სიმართლეს დავადგენ, რომ ჩემი უდანაშაულო შვილი გაიმეტეს", - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge