Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

11:38 27.12.2017
რას მოგიტანთ 2018 წელი თქვენი დაბადების წლიდან გამომდინარე

საახალწლო პროგნოზებს ნებისმიერი ადამიანი დიდი ინტერესით კითხულობს, მიუხედავად იმისა სჯერა, თუ არა ყოველდღიურ ცხოვრებაში ასტროლოგიის. შესაბამისად, ჩვენი საიტის ადმინისტრაციაც მაქსიმალურად ცდილობს მკითხველები ინფორმირებული იყვნენ თუ რას უნდა ელოდონ დამდეგ 2018 წელში. ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით პროგნოზი უკვე შემოგთავაზეთ, ახლა კი გთავაზობთ პროგნოზს დაბადების წლის მიხედვით. 



ვირთხისთვის შესანიშნავი წელი იქნება. ყველა თქვენი წამოწყება იქნება წარმატებული, თუკი სინდისიერად მოიქცევით. 

ხარისთვის ამ წელს სტაბილურობა მოაქვს. განსაკუთრებით სასიყვარულო ფრონტზე. ბევრისთვის დაოჯახების წელია.

ვეფხვისთვის მოგზაურობის მხრივ იქნება ეს წელი კარგი. გაიფართოეთ ჰორიზონტი ან ისწავლეთ.

კატა-კურდღელს ამ წელს გარკვეულ სიძნელეებს შეხვდება სამსახურში. მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს იგი საკუთარ თავზე აღებულ ვალდებულებებს. 

დრაკონისთვისაც რთული წელია. იგი არაერთგზის გამოიცდება ემოციურ მდგრადობაზე, როგორც პირად, ისე საქმიან სარბიელზე. 

გველისთვის მოულოდნელი დანაკარგები შეიძლება მოიტანოს ძაღლის წელმა. იგი ფრთხილად უნდა მოეკიდოს ფინანსებს. 

ცხენების დიდი ნაწილი ძაღლის წელში ზედმეტად გადაიღლება. ასტროლოგები გირჩევენ, აუცილებლად დაისვენოთ საფუძვლიანად. 

თხის წელში დაბადებულებს 2018 ბევრ და მნიშვნელოვან ცვლილებებს მოუტანს. ეცადეთ აკონტროლოთ ეგოიზმი და სიზარმაცე. 

მაიმუნებსაც მოუწევთ საკუთარი თავისა და ძალების გადამოწმება. ექნებათ მნიშვნელოვანი გამოწვევები. 

ხოლო მამალი ამ წელს აუცილებლად მიიღებს იმას, რაზეც წლების მანძილზე ოცნებობდა.

თავად ძაღლისთვის მიმდინარე წელი პროფესიული წინსვლით აღინიშნება. თუმცა, წვრილმანი ხლაფორთებიც შეგახსენებთ თავს. 

ღორის წელში დაბადებულებს წინ მშვიდი და ჰარმონიული წელი ელოდებათ. განსაკუთრებით მომგებიანია ეს წელი ბიზნესის დასაწყებად. 

ავტორ(ებ)ი : astrologi.ge