Powered by Jasper Roberts - Blog

11:22 26.12.2017
26 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
შეხვედრებისა და მოლაპარაკებების დღეა. მოიძიეთ საჭირო ინფორმაციები. საღამო ისეთი მეგობრების გვერდით გაატარეთ, რომლებიც დაგეხმარებიან განვითარებაში. 



კურო
იყავით დაკვირვებული და აქტიური. გააუმჯობესეთ ურთიერთობა საქმიან პარტნიორებთან. მოერიდეთ ფულის ხარჯვას. განსაკუთრებით კოსმეტიკასა და სამკაულებზე.

 

ტყუპი
დღეს თქვენს სიტყვას განსაკუთრებული ძალა ენიჭება. ახლობლებთან მათთვის გასაგებ ენაზე ისაუბრეთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა სასიყვარულო პარტნიორთან. 



კირჩხიბი
შეხვდით საჭირო ადამიანებს. საქმიანი მოლაპარაკება გმართებთ პარტნიორებთან. მოერიდეთ ჭორაობას, განსაკუთრებით თქვენს პირად ცხოვრებაზე. 



ლომი
მეგობრულ გარემოში შეხვდით ბიზნესპარტნიორებს. განიხილეთ მიმდინარე საკითხები. მეტი ყურადღება და მზრუნველობა გმართებთ საყვარელი ადამიანის მიმართ.



ქალწული
შეინარჩუნეთ "ოქროს შუალედი" და მოერიდეთ უკიდურესობებს. განსაკუთრებით, უფროსთან და მშობლებთან. იყავით მეტად კომუნიკაბელური და დიპლომატიური. 



სასწორი
დღეს მოგინდებათ ყველაფერში იყოთ საუკეთესო. იმოქმედეთ დაკვირვებულად. აზრთა და გემოვნებთა გამო მოერიდეთ უსიამოვნებას გარშემო მყოფებთან. 



მორიელი
ინფორმაციის მიღების დღეა. დაუმეგობრდით მათ, ვინც საჭირო ცნობებს მოგაწვდით. ფინანსები მოზომილად ხარჯეთ. მოერიდეთ გულახდილობას ახლობლებთან. 



მშვილდოსანი
იყავით დიპლომატიური საყვარელ ადამიანთანაც კი. მეტი ინტერესი გამოიჩინეთ სამსახურის საქმეებისადმი. პარტნიორებთან და კლიენტებთან მეგობრული ურთიერთობა გმართებთ. 



თხის რქა
დეტალებისადმი ყურადღებას გმართებთ სამედიცინო და საკონსულტაციო სფეროში მომუშავეებს. გაიუმჯობესეთ სასიყვარულო სფერო.



მერწყული
დილა სამსახურის საქმეებს, საქმიან შეხვედრებს დაუთმეთ. თუ თავისუფალი დრო გამოგიჩნდებათ, განახორციელეთ შემოქმედებითი იდეები. 



თევზები
ყურადღებას საჭიროებს მგზავრობასთან, ახალ ბინაში გადასვლასთან, სტუმრების მიღებასთან დაკავშირებული საკითხები. მამაკაცებმა ყური დაუგდეთ დედის, ცოლის რჩევებს.

ავტორ(ებ)ი : astrologi.ambebi.ge