Powered by Jasper Roberts - Blog

16:10 25.12.2017
"თქვენი სიტყვა ავტორიტეტული და მნიშვნელოვანია ყველასთვის, ვინც გიცნობთ და უყვარხართ"-რუსეთის პატრიარქი ილია მეორეს

თქვენი სიტყვა ავტორიტეტული და მნიშვნელოვანია ყველასთვის, ვინც გიცნობთ და უყვარხართ, ვინც თქვენთვის ლოცულობს და ვინც თქვენგან კურთხევას ითხოვს, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორისადმი მისი უწმინდესობის, მოსკოვისა და რუსეთის პატრიარქის, კირილის მიერ გაგზავნილ მილოცვაშია ნათქვამი. რუსეთის პატრიარქის მილოცვის ტექსტი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ამბიონიდან რუსეთის ეკლესიის ერთ-ერთმა მღვდელმთავარმა წაიკითხა.



როგორც რუსეთის პატრიარქის მილოცვაშია ნათქვამი, ილია მეორე მთელ მართლმადიდებლურ სამყაროში ეკლესიის ყველაზე ხანგრძლივი მეთაურია.



”თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, უფლისმიერ საყვარელო და სანატრელო ძმაო, გულითადად გილოცავთ, როგორც თქვენ, ისე საქართველოს, ეკლესიის ცხოვრებაში ღირსშესანიშნავ დღეს, საპატრიარქო ინტრონიზაციის 40 წლისთავს. 4 ათეული წლის წინ ღვთის ნებითა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, თქვენ ახვედით უწმინდესთა და უნეტარესთა, კათოლიკოს პატრიარქთა ტახტზე. 

მთელი ამ წლების განმავლობაში მაცხოვრის შეწევნით თქვენ აღასრულეთ მაღალი მსახურება, სიწმინდით, მეცნიერებით და სულგრძელობით, სიტკბოებით და სულიწმინდით, სიყვარულით, ჭეშმარიტების სიტყვით, ღმრთის ძალით, საჭიროითა სიმართლითა, მარჯვენისაითა და მარცხენისაითა. ის, რომ იბერიის წმინდა მიწაზე ოდესღაც წმინდა ნინოს ღვაწლით დანერგილმა ჭეშმარიტი რწმენის მარცვალმა ასეთი უხვი ნაყოფი გამოიღო, თქვენი უწმინდესობის და უნეტარესობის პირადი დამსახურებაა. 

როდესაც შეუდექით საპატრიარქო მსახურებას, თქვენ იყავით საქაფრთველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მღვდელმთავარი, დიდი გზა განვლეთ და აწ უკვე ბრძანდებით ეკლესიის მეთაურობის ხანგძრძლივობით მთელ მართლმადიდებლურ სამყაროში ყველაზე უხუცესი საჭეთმპყრობელი. თქვენი სიტყვა ავტორიტეტული და მნიშვნელოვანია ყველასთვის, ვინც გიცნობთ და უყვარხართ, ვინც თქვენთვის ლოცულობს და ვინც თქვენგან კურთხევას ითხოვს. წმინდა პავლე მოციქული მოწმობს, შეიძლება მრავალი მზრდელი გყავდეთ ქრისტეში, მაგრამ არა მრავალი მამა, შეჭმარიტად თქვენ ბრძანდებით სულიერი მამა მრავალთა და საქართველოს ეკლესიის მრავალი სულიერი შვილისა, იერარქებისა, სამღვდელოთა და საეროთა, თქვენ დაუღალავად ზრუნავთ სამწყსოს დასაპურებლად, მოუწოდებთ და შთააგონებთ რა მათ იცხოვრონ სახარებისეული ცნებებით.

მართლმადიდებელ საქართველოს მომავალზე ზრუნვის გამო თქვენ წმინდა ნათლობით გახდით ნათლია მრავალშვილიანი ოჯახების ათასობით ბავშვისა, რითაც კეთილი საფუძველი გაუმზადეთ ქართველი ერის ბედნიერ მომავალს”, - ნათქვამია მილოცვაში. 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge