Powered by Jasper Roberts - Blog

13:36 22.12.2017
2017 წლის საუკეთესო სპორტსმენის ტიტული ლაშა ტალახაძეს მიენიჭა

2017 წლის საუკეთესო სპორტსმენის ტიტული ოლიმპიელ ლაშა ტალახაძეს მიენიჭა. დაჯილდოების ცერემონია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო სესიაზე გაიმართა.



როგორც ლაშა ტალახაძემ  განაცხადა, ოლიმპიურმა კომიტეტმა დააფასა ის შრომა, რომელსაც ფედერაცია და თავად ეწეოდა. მისი თქმით, ეს არის სასიხარული მომენტი, რომელიც მას, როგორც სპორტსმენს დამატებით სტიმულს აძლევს მომავალი წარმატებებისთვის. 



„ფედერაციისთვის და ჩემთვისაც საკმაოდ კარგი წელი იყო. ფედერაციაში წელს უამრავი მოგება დაფიქსირდა და უამრავი გამარჯვება მოიპოვა საქართველომ. დღეს ეს შრომა დაგვიფასა ოლიმპიურმა კომიტეტმა, რაც არის სასიხარულო მომენტი და ეს უფრო მეტ სტიმულს მაძლევს მომავალი წარმატებებისთვის“, - განაცხადა ლაშა ტალახაძემ. 

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო სესიაზე გარდა წლის საუკეთესო სპორტმენის დაჯილდოებისა, სესიის დელეგატებმა ასევე მოისმინეს ინფორმაცია ოლიმპიური თამაშებისთვის საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მზადების და ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარების შესახებ. 


კომიტეტის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა, მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის უფროსმა, უკრაინის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა სერგეი ბუბკამ ოლიმპიურ მოძრაობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს ლერი ხაბელოვს ოლიმპიური ორდენი გადასცა. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge