Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

16:13 21.12.2017
ბრიტანელმა მეცნიერებმა სიგარეტისთვის თავის დანებების მეთოდს მიაგნეს

ბრიტანელმა მეცნიერებმა მიაგნეს მეთოდს, რომლის გამოყენებითაც სიგარეტის მოწევას თავს ადვილად დაანებებთ. მეცნიერების თქმით ამის ერთადერთი გზა რეგულარული ვარჯიშია. ამის შესახებ EurekAlert!-ი წერს.

 

ბრიტანელი მეცნიერები ამბობენ, რომ ხშირი ფიზიკური დატვირთვა სიგარეტის მოწევისგან ყურადღების გადატანაში ეხმარება ადამიანს. ვარჯიში ორგანიზმში α7 ნიკოტინის აცეტილქოლინის რეცეპტორებს ააქტიურებს. ნერვის ეს დაბოლოებები, რომელიც ტვინის  ჰიპოკამპუსის ნაწილში მდებარეობს, ნიკოტინის მიმართ მგრძნობიარეა.

 

მეცნიერები ასეთ დასკვნამდე თაგვებზე ჩატარებული ცდების შემდეგ მივიდნენ. მათი თქმით, კვლევისას მიღებული შედეგების ადამიანებზე განზოგადება სრულიად დასაშვებია.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge