Powered by Jasper Roberts - Blog

16:21 20.12.2017
ლანჩხუთში 15 წლის მოზარდი უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიანში 15 წლის მოზარდი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, გზაზე მიმავალ სატვირთო მანქანას საბურავი მოძვრა, რომელიც იქვე მყოფ 15 წლის მოზარდს მოხვდა. ინფორმაციას gurianews-ი ავრცელებს.

 

მოზარდი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge