Powered by Jasper Roberts - Blog

13:29 20.12.2017
ბიზნეს რეიტინგის მე-18 ღონისძიებაზე, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოს სპეციალური ჯილდო გადაეცა

14 დეკემბერს, თბილისიგარდენ ჰოლში“, მედიაჰოლდინგ  Georgian Times-ისა  და საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების კომპანია GORBI-სორგანიზებით, 2016 - 2017  წლების ყველაზე წარმატებული კომპანიების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.

 

რეიტინგის ფარგლებში გამოვლენილი,  2016-2017 წლის საქართველოს 30 საუკეთესო კომპანიიდან, საუკეთესოთა შორის საუკეთესოგრან-პრის მფლობელი, - საქრთველოს ინდუსტრიული ჯგუფი გახდა, რომელიც ტრადიციისამებრ, ღონისძიებაზე კენჭისყრის საფუძველზე, თავად ბიზნესმენებმა დაასახელეს.

 

ბიზნეს რეიტინგის ღონისძიების ფარგლებში, წელს უკვე მეორედ გაიმართა და კვლავ დაჯილდოვდენენ  წლის საუკეთესო ინვესტორები. მათგან საუკეთესო კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოავლინა და ჯილდო გადაეცა ანაკლიის განვითარების კონსორციუმს.

 

აღნიშნული ღონისძიების ერთერთი პარტნიორი წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო იყო, რომლიც, ნომინაციაში – „სამედიცინო მომსახურების სრული სპექტრი, დარგის უმსხვილესი გადამხდელი ბიუჯეტში, ტრადიციების საუკრთესო გაგრძელება, უახლესი ტექნოლოგიები,“დაჯილდოვდა

 

ვიდეო იხილეთ ლინკზე.

 

 

წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო - 150 წლიანი ისტორიის, ევროპული სტანდარტის, აისო სერტიფიკატის მფლობელი, უახლესი სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი სამედიცინო დაწესებულებაა, სადაც, ერთ სივრცეშია მოქცეული 24 საათიანი სამედიცინო მომსახურების სრული სპექტრი. კლინიკის დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის ქართლოს დიასამიძისა და კლინიკის დირექტორის ზურაბ უტიაშვილის დამსახურებით საავადმყოფო მუდმივად ინოვაციურია.

 

კლინიკა სისტემატიურად ახორციელებს ინვეტიციებს და ერთ-ერთი მხსვილი გადამხდელია. კლინიკური საავადმყოფოს სავიზიტო ბარათი კი, - საკუთარი გუნდის პროფესიონალიზმია.

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge