Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

14:41 16.12.2017
,,ვულოცავ ,,საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფსა" და ,,ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" ღირსეულ წარმატებას" - ნანა გაგუა

14 დეკემბერსთბილისი „გარდენ ჰოლში“, მედია ჰოლდინგ ,,ჯორჯიან თაიმსისა" და საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების კომპანია ,,გორბის" ორგანიზებით, 2016 - 2017  წლების ყველაზე წარმატებული კომპანიების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.

 

მე-18 ბიზნეს-რეიტინგის გამარჯვებული კომპანია ,,საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი", ხოლო ინვესტორი , - ,,ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" გახდა.


 

ღონისძიების დასასრულს, მედია ჰოლდინგ ,,ჯორჯიან თააიმსის“ მთავარმა რედაქტორმა, - ნანა გაგუამ ბიზნეს რეიტინგის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

 

 

,,ეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. ტრადიციულად, წელსაც, გამოვლინდა ჩვენი ქვეყნის როგორც ერთ-ერთი საუკეთესო კომპანია, ასევე, - ინვესტორი, რომელსაც, ბიზნესის ავანგარდში, კომპანია ,,გორბი“ რთული კვლევებით არჩევს.


ვულოცავ საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფსა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმ ღირსეულ წარმატებას. ვფიქრობ, დღეიდან, ამ ჯილდოს ტარება მათ უფრო მეტ პასუხისმგებლობას მიანიჭებ, რადგან, დიდი ტიტულია, როცა საუკეთესოთა შორის საუკეთესოდ გასახელებენ.


 

ზოგადად, ბიზნესი ის სფერო, რომლის წარმატებაც, ხალხს ეკუთვნის და დარწმუნებული ვარ, რომ ეს კომპანიები, კიდევ უფრო მეტი სტიმულით იდგებიან ჩვენი  ხალხის სამსახურში. - განაცხადა ნანა გაგუამ ,,ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge