Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

14:18 16.12.2017
ზაზა ოქუაშვილი და „ომეგა ჯგუფი“ ბიზნესის ეროვნული ჯილდოს მფლობელები გახდნენ

საქართველოს საუკეთესო კომპანიები და ბიზნესმენები გამოავლინეს 14 დეკემბერს მედია ჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმსისა" და საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების კომპანია ,,გორბის“ მიერ გამართულ რიგით მე-18 ბიზნეს-რეიტინგის დაჯილდოებაზე.

 

ბიზნესის ეროვნული ჯილდოს მფლობელი „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი გახდა. 2016-2017 წლის საუკეთესო კომპანია „ომეგა ჯგუფია“.

 

ნომინაციაში - „სტაბილური ბიზნესი, ახალი სამუშაო ადგილები და გლობალური პროექტები“ - გამარჯვებულად ,,ომეგა ჯგუფი“ და მისი დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი დასახელდნენ.

 

,,ომეგა ჯგუფი - თამბაქოს“ დირექტორმა, ნიკოლოზ ასანიძემ, რომელიც დაჯილდოების ცერემონიაზე ,,ომეგა ჯგუფს“ წარმოადგენდა, აღნიშნა, რომ "ომეგა ჯგუფის" საქმიანობა მოიცავს ბევრ სფეროს და მიმართულია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისკენ.

 

,,წილად მხვდა პატივი, ვყოფილიყავი წარმომადგენელი ,,ომეგა ჯგუფისა“, რომელიც ნომინაციაში ,,სტაბილური ბიზნესი, ახალი სამუშაო ადგილები და გლობალური პროექტები“ - მიიღო ჯილდო.

 

მე მინდა, მივულოცო “ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელს, ბატონ ზაზა ოქუაშვილს, ეს კიდევ ერთი ახალი აღიარება. ასევე მინდა, მივულოცო ჩვენი მრავალრიცხოვანი კოლექტივის თითოეულ წევრს“, - განაცხადა ნიკოლოზ ასანიძემ.

 

დაჯილდოების საზეიმო ღონისძიებას ბიზნესის, მედიის და მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

პროექტის მიზანია ეროვნულ ბიზნესში ყველაზე წარმატებული დარგების განსაზღვრა, დიალოგის მხარდაჭერა ბიზნესს, ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის.

 

მედია ჰოლდინგი "ჯორჯიან თაიმსი" და საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების კომპანია „გორბი“ ბიზნეს რეიტინგს 1995 წლიდან ატარებს.

 

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, მე-17 ბიზნეს-რეიტინგის დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო ინვესტორად “ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელი, ზაზა ოქუაშვილი აღიარეს.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge