Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

16:08 15.12.2017
,,ჯორჯიან თაიმსის" მე-18 ბიზნეს-რეიტინგის გამარჯვებული ანაკლიის განვითარების კონსორციუმი გახდა

გუშინ, 14 დეკემბერს, თბილისი „გარდენ ჰოლში“, მედიაჰოლდინგ  Georgian Times-ისა  და საზოგადოებრივიაზრისა და მარკეტინგული კვლევების კომპანია GORBI-სორგანიზებით, 2016 - 2017  წლების ყველაზე წარმატებული კომპანიების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.

 

,,ჯორჯიან თაიმსის" მე-18 ბიზნეს-რეიტინგის გამარჯვებული კომპანია საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი გახდა.

 

ბიზნეს რეიტინგის ღონისძიების ფარგლებში წელს უკვე მეორედ გაიმართა და კვლავ დაჯილდოვდენენ წლის საუკეთესო ინვესტორები. წელს საუკეთესო ინვესტორები იყვნენ:

 

1.       ანაკლიის განვითარების კონსორციუმი

2.       დრიმლენდ ოაზისი

3.       ლისი დეველოპმენტი

4.       ჯეოსთილი

5.       ჯეოპარსი

 

მათგან საუკეთესო კომპეტენტურმა ჟიურიმ თავად გამოავლინა და აღნიშნული ჯილდო გადაეცა ანაკლიის განვითარების კონსორციუმს.

 

„ჩვენი გამარჯვება ნიშნავს იმას, რომ საზოგადოებას ჩვენი სჯერა და სწორედ მათი გამოწვევაა  ანკლიის პროექტი.

24 დეკემბერს უკვე იწყება ანაკლიის პორტის  მშენებლობა და 3 წელიწადში  პირველი გემიც შემოვა, რაც საქართველოსთვის აბსოლუტურად  სხვა ეკონომკური სურათი იქნება. ამ პროექტით, ჩვენი ქვეყანა გადავა სრულიად სხვა ეტაპზე. მადლობა ჯილოსთვის დღევანდელი დღის ორგანიზატორებს“– განცხადა ანაკლიის კონსორციუმის დირექტორმა -  მერაბ ადეიშვილმა ,,ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge