Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

15:54 15.12.2017
The Georgian Times-ის ტრადიციული XVIII ბიზნეს რეიტინგის გრანპრის მფლობელი საქრთველოს ინდუსტრიული ჯგუფი გახდა

გუშინ, 14 დეკემბერს, თბილისი „გარდენ ჰოლში“, მედია ჰოლდინგ  Georgian Times-ისა  და საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების კომპანია GORBI-სორგანიზებით, 2016 - 2017  წლების ყველაზე წარმატებული კომპანიების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.

 

რეიტინგის ფარგლებში გამოვლენილი 2016 –2017 წლის საქართველოს 30 საუკეთესო კომპანიები გამოვლინდა, მათგან კი საუკეთესოთა შორის საუკეთესო,  გრანპრის მფლობელი, საქრთველოს ინდუსტრიული ჯგუფი გხადა, რომელიც, ტრადიციისამებრ, ღონისძიებაზე კენჭისყრის საფუძველზე,  ბიზნესმენებმა დაასახელეს.

 

„მოხარული ვართ, რომ დღეს, ბიზნესმენთა წრემ სწორედ  ჩვენი კომპანიის ცნობადობა  და ბრენდიაღიარა, თუმცა, ამ საკითხზე მიზანმიმართულად არასდროს გვიმუშვია.  როგორც სცენაზე აღვნიშნე, ჩვენ თითოეული თქვენგანის ოჯახში მოვდივართ  სინათლით, სითბოთი  და სიხარულით.

ზოგადად, ჯილდო და გამარჯვება უდიდესი სტიმულია, იმისათვის, რომ  კიდევ უფრო მეტი საქმე ვაკეთოთ, ვიშრომოთ ქვეყნისათვის და ადამიანების დასაქმებისათვის, ეკონომიკური  კეთილდღეობის  ამაღლებისა და  რა თქმა უნდა, ჩვენი ბიზნესის სასიკეთოდ,“–აღნიშნა „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბრაში საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა  ზურაბ გელენიძემ.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge