Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

14:36 15.12.2017
14 დეკემბერს, The Georgian Times-ის ტრადიციული XVIII ბიზნეს რეიტინგის ღონისძიება გაიმართა

გუშინ, 14 დეკემბერს, თბილისიგარდენ ჰოლში“, მედია ჰოლდინგ  Georgian Times-ისა  და საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების კომპანია GORBI- ორგანიზებით, 2016 - 2017  წლების ყველაზე წარმატებული კომპანიების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.

 

რეიტინგის ფარგლებში გამოვლენილი 2016-2017 წლის საქართველოს 30 საუკეთესო კომპანიები ყო:

 

1. ავერსი

2. ბაზის ბანკი

3. გაა ჰოლდინგი

4. გალფი

5. გეოპლანტი

6. გეოპროდუქტი

7. გიუაანი

8. დუგლაძეების ღვინის კომპანია

9. ენ სი სი

10. ვაგონმშენებელთა ჰოლდინგი

11. ვენდისი

12. ზარაფხანა

13. კავკასიის ავტოიმპორტი

14. კულა

15. ემ ჯი

16. მტკვარი ენერჯი

17. ნეოგაზი

18. ნიკორა სუპერმარკეტი

19. ნიუთაიმი

20. ომეგა ჯგუფი

21. ორბი ბათუმი

22. პსპ

23. საქნახშირი

24. საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია

25. საქართველის ინდუსტრიული ჯგუფი

26. სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი

27. სოკარ ჯორჯია გაზი

28. ქართული ლუდის კომპანია -ზედაზენი

29. შუხმან ვაინს ჯორჯია

30. ჰიუნდაი ავტო საქართველო


აღნიშნული კომპანიებიდან, საუკეთესოთა შორის საუკეთესოგრან-პრის მფლობელი, გხადა საქრთველოს ინდუსტრიული ჯგუფი, რომელიც, ტრადიციისამებრ, ღონისძიებაზე კენჭისყრის საფუძველზე, თავად ბიზნესმენებმა დაასახელეს.


მოხარული ვართ, რომ დღეს, ბიზნესმენთა წრემ სწორედ  ჩვენი კომპანიის ცნობადობა  და ბრენდი აღიარა, თუმცა, ამ საკითხზე მიზანმიმართულად არასდროს გვიმუშვიაროგორც სცენაზე აღვნიშნე, ჩვენ თითოეული თქვენგანის ოჯახში მოვდივართ  სინათლით, სითბოთი  და სიხარულით.

ზოგადად, ჯილდო და გამარჯვება უდიდესი სტიმულია, იმისთვის, რომ  კიდევ უფრო მეტი საქმე ვაკეთოთ, ვიშრომოთ ქვეყნისათვის და ადამიანების დასაქმებისთვის, ეკონომიკური  კეთილდღეობის  ამაღლებისა და  რა თქმა უნდა, ჩვენი ბიზნესის სასიკეთოდ,“–აღნიშნაჯორჯიან თაიმსთანსაუბრაში საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა  ზურაბ გელენიძემ.

 

ბიზნეს რეიტინგის ღონისძიების ფარგლებში წელს უკვე მეორედ გაიმართა და კვლავ დაჯილდოვდენენ წლის საუკეთესო ინვესტორები. წელს საუკეთესო ინვესტორები იყვნენ:


1.       ანაკლიის განვითარების კონსორციუმი

2.       დრიმლენდ ოაზისი

3.       ლისი დეველოპმენტი

4.       ჯეოსთილი

5.       ჯეოპარსი


მათგან საუკეთესო კომპეტენტურმა ჟიურიმ თავად გამოავლინა და აღნიშნული ჯილდო გადაეცა ანაკლიის განვითარების კონსორციუმს.


ჩვენი გამარჯვება ნიშნავს იმას, რომ საზოგადოებას ჩვენი სჯერა და სწორედ მათი გამოწვევაა  ანკლიის პროექტი.


24 დეკემბერს უკვე იწყება ანაკლიის პორტის  მშენებლობა და 3 წელიწადში  პირველი გემი შემოვა, რაც საქართველოსთვის აბსოლუტურად  სხვა ეკონომკური სურათი იქნება. ამ პროექტით, ჩვენი ქვეყანა გადავა სრულიად სხვა ეტაპზე. მადლობა ჯილოსთვის დღევანდელი დღის ორგანიზატორებს განცხადა ანაკლიის კონსორციუმის დირექტორმა -  მერაბ ადეიშვილმა ,,ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში.

 

ღონისძიებას 35-მდე მედია საშუალება აშუქებდა, რომელებიც, ქართული ბიზნესის მხარდაჭერასა და პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისათვის, სპეციალური დიპლომებით დაჯილდოვდნენ. დაჯილდოებაზე გამოვლინდა  ჟურნალისტების სიმპატია (საუკეთესო რესპოდენტი) და ამ ნომინაციაში გამარჯვებულად შუხმან ვაინს ჯორჯიას წარმომადგენელი  ნუცა აბრამიშვილი დასახელდა.


ზნეს რეიტინგის მნიშვნელობაზე,  მედია ჰოლდინგ ჯორჯიან თაიმსის  დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა, - მალხაზ გულაშვილმა ისაუბრა:


„ბიზნეს რეიტინგს ,,ჯორჯიან თაიმსი“ კომპანია ,,გორბთან“ ერთად , 1995 წლიდან ატარებსეს არის ღონისძიება, რომელიც, ერთ საუკუნეში დაიწყო და მეორე საუკუნეში გრძელდება, რაც, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მასგარდამავალი ჯილდოს, სხვადასხვა დროს ფლობდნენ მამუკა ხაზარაძე, თემურ ჭყონია, გოგი თოფაძე, ლევან გაჩეჩილაძე და .


ავად ის ფაქტი, რომ  30 საუკეთესო კომპანიას არჩევენ საქართველოში არსებული ეკომომიკური სივრცის ექსპერტები, უკვე ძალიან  მნიშვნელოვანია.


ჩვენ, ყოველწლიურად ფინანსთა სამინისტრო გვაწვდის კომპანიების სიასრომელთაც, მილიონ დოლარზე მეტი შეაქვთ ბიუჯეტში. მათაც, რა თქმა უნდა,  ექსპერტები არჩევენ. თავდაპირველად ირჩევა 60 კომპანია და იქიდანაც,  ჟიური 30 საუკეთესოს არჩევს. ეს 30 კომპანია კი საკუთარი რიგებიდან არჩევს ერთს, რომელსაც  გარდამავილი ჯილდო გადაეცემა.

შარშან დავამკვიდრეთ ტრადიციაახალი საინვესტიციო პროექტების დაჯილდოება, რომელსაც,  ასევე ჟიური არჩევს


ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ღონისძიება ძალიან დიდ როლს თამაშობს საქართველოში ბიზნენის განვითარების მხრივ. ამაზე  გამარჯვებული კომპანიები მიუთითებს.


კომპანიებს 14 კრიტერიუმებით ვარჩევთ. ესენიაეფეტური მენეჯმენტი, ეფექტური მარკეტინგი, საუკეთესო სარეკლამო მპანია, ბიუჯეტში შეტანილი თანხა, დსაქმებასაუკეთესო საექსპორტო პოტენციალი, ინოვაციები, ახალი ტექნოლოგიები და .ესეც მიუთითებს, რომ ქართულ ბიზნესს დღითიდღე იმიჯი უკეთდება.''


ბიზნეს რეიტინგის დაჯილდოების მნიშვნელობაზე ასევე, ისაუბრა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა:


მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ორგანიზატორებს. ესენი არიანჯორჯიან თაიმისიდაგორბი“. ეს კომპანიები უკვე მეთრამეტედ ატარებენ ბიზნეს დაჯილდოებას, რაც, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია კეძო სექტორის წახალისებისთვის, რომელზეც  ჩვენი ეკონომიკა დგას, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს. მათი დაფასება ძალიან მნიშვნელოვანია.“-განაცხადა მან.


ღონისძიებას ესწრებოდა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი –  სოზარ სუბარი:


კარგად  მახსოვს პირველი ღონისძიება, როდესაც საქართველოში ერთადერთი განათებული შენობა იყო, - მეტეხი პალასი, სადაც აღნიშნული ღონისძიება ჩატარდა. ეს 18 წლიანი დაჯილდობა საქართველოს ბოლო 20 წლიან  ისტორიასაც ასახავს. ეს გახლავთ ქართული ბიზნესის განვითარება, რაც უდრის ქართული სახელმწიფოებრიობის განვითარებას. ადამიანები, რომლებიც, დღეს, ამ დარბაზში ისხდნენ და  18 წლის განმავლობაში მონაწილეობნენ ამ ღონისძიებაში, არიან ის ადამიანები, რომლებიც უვლიდნენ ქართულ ეკონომიკასა და  სამუშაო  ადგილებს, ასევე ქმნიდნენ საქართველოს მომავალს

მინდა დიდი მადლობა გადავუხადო  „გორბის და ,,ჯორჯიან თაიმსს“ , - ქალბატონ  ნანა გაგუასა და ბატონ მალხაზ გულაშვილსიმიტომ რომ ასეთ კარგ ტრადიციას ჩაუყარეს საფუძველი.“ - განაცხადა მან.

 

შეგახსენებთ, რომ მედია ჰოლდინგი ,,ჯორჯიან თაიმსიდა საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების კომპანია ,,გორბიბიზნეს რეიტინგს 1995 წლიდან ატარებს და აღნიშნულ ღონისძიებას სამომავლოდაც გეგმავს.

 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge