მასალა:
ცომი:
პურის ფქვილი 2 ჭიქა
გამაფხვიერებელი 1 ჩ/კ.
შაქარი 2/3 ჭიქა
სამარხვო მარგარინი 120გრ.
შიგთავსი:
ნებისმიერი მურაბა გემოვნებით.
მომზადება:
ფქვილი გავცრათ, დავამტოთ გამაფხვიერებელი, შაქარი, დარბილებული მარგარინი და კარგად ავურიოთ (ცომი გამოდის ფხვიერი, ნამცეცებივით). მომზადებული ცომის 2/3 მოვათავსოთ გამოსაცხობ ფორმაზე, თითებით კარგად დავტკეპნოთ, მოვათავსოთ მასზე შიგთავსი, გავანაწილოთ მთლიან ზედაპირზე, მოვაყაროთ დარჩენილი ცომი და გამოვაცხოთ 200* ტემპერატურაზე გაცხელებულ აირღუმელში დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში.