Powered by Jasper Roberts - Blog

15:54 14.12.2017
ვინ არის თბილისის პირველი ლედი? – Forbes.com ანუკი არეშიძესთან ინტერვიუს აქვეყნებს

პრესტიჟული გამოცემა forbes.com თბილისის პირველ ლედისთან, ანუკი არეშიძესთან ინტერვიუს აქვეყნებს. ანუკი საკუთარ საქმესა და პირადზე საუბრობს.

 

მოდის ინდუსტრია, ნაციონალური პოლიტიკა, ოჯახური ცხოვრება… როგორ პოულობთ ბალანსს?


ანუკი არეშიძე:


ძალიან რთულია (იღიმის). პირველ რიგში, მე დედა ვარ, შემდეგ ცოლი და შემდეგ დიზაინერი. ეს პრიორიტეტების განსაზღვრაში მეხმარება. ჩვენ ახლა ვიწყებთ ახალ ცხოვრებას და ეს ყოველივე კიდევ უფრო მეტ ცვლილებას მოიტანს. ჩემი ქმარი ძალიან დამეხმარა ჩემი ოცნების ასრულებაში. ახლა მე მინდა, ვიყო აქტიურ მის ახალ როლში, მინდა, გამოვჩნდე. ეს მხოლოდ ჩემთვის არ მინდა, არამედ სხვა ქალებისა და ბავშვებისთვის. ახლა მაქვს შანსი, მათი მომავლისთვის ბევრი კარგი რამ გავაკეთო.

 

გრძნობთ, რომ ახლა, როცა თქვენი ოჯახის წევრი პოლიტიკის ამომავალი ვარსკვლავია, საქართველოს კარგად წარმოადგენთ?


დიახ, მე ვგრძნობ პასუხისმგებლობას. აქ, საქართველოში, ჯერ კიდევ ცხოვრობს ხალხი, ვისაც საკმარისი საკვები არ აქვს. მათ არ აინტერესებთ დიდი პოლიტიკა ან დიდი მოდა. მათ მაგიდაზე საჭმლის დანახვა სურთ. მაგალითად, ყოველ კვირას, მე ქუჩის მარკეტებში პროდუქტებს ვყიდულობ. ხალხი მცნობს. მათგან დიდ სითბოს ვგრძნობ. მათი მხარდაჭერა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს მაძლევს ენერგიას, უფრო დიდი რაღაცების საკეთებლად. ხომ იცით სუპერმოდელი ნატალია ვადიანოვა? ის არის ჩემთვის შთამაგონებელი ადამიანი მისი არაჩვეულებრივი საქველმოქმედო საქმიანობის გამო.

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge