Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

15:22 13.12.2017
ადამიანების 3 ტიპი, რომლებიც წარმატებას ვერ მიაღწევენ…

ცხოვრებაში შემთხვევით არაფერი ხდება. ყველაფერი, რასაც თქვენ ამბობთ, ფიქრობთ ან მოქმედებთ თქვენსავე ცხოვრებაზე აისახება. ემოცია, რომელსაც სამყაროს აჩუქებთ აუცილებლად დაგიბრუნდებათ უკან, ამიტომ წარმატების მთავარი ფორმულა თქვენშივეა. არსებობს ადამიანების რამდენიმე ტიპი, რომლებიც თავადვე კეტავენ გზას წარმატებისკენ და ამის შესახებ წარმოდგენაც არ აქვთ:

 

ადამიანები, რომლებიც გამუდმებით საკუთარ თავზე საუბრობენ — ალბათ ყველას გამოუცდია სიტუაცია, როდესაც გიწევს უსმინო ადამიანს, რომელიც საურობს საკუთარ მიღწევებზე, რამდენის გაკეთება შეძლო, რისი დამსახურებით, რამდენს გამოიმუშავებს და ა.შ. საუბრის დასრულების შემდეგ ეს ადამიანი დარწმუნებულია, რომ შთაბეჭდილება მოახდინა, სინამდვილეში კი მსმენელი იმდენად იტანჯება, რომ მასთან ურთიერთობის სურვილი ეკარგება. ადამიანი, რომელიც გამუდმებით საკუთარ თავზე საუბრობს სინამდვილეში ბევრს არაფერს აკეთებს და იმდენ დროს კარგავს უაზრო წარმოსახვებში, რომ რეალურად წარმატებას ვერ აღწევს.

 

ადამიანები, რომლებიც გამუდმებით წუწუნებენ — ასეთ ადამიანებს ყველა შეხვედრაზე შეუძლიათ გაგაოცონ, ხან ფეხი არ მოსწონთ, ხან თმა, ხან სამსახური და ა.შ. წარმატებული ადამიანი არასდროს წუწუნებს იმაზე, რისი შეცვლაც არ შეუძლია, ძვირფას დროს კი სხვებისთვის სარგებლობის მოტანაში იყენებს.

 

ადამიანები, რომლებიც გამუდმებით სხვებზე ჭორაობენ — თუ ვიღაც თქვენთან ვინმეს ლანძღავს, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ის იმავეს გააკეთებს სხვასთანაც თქვენზე. ადამიანებს უყვართ საკუთარი სისუსტის მიჩქმალვა სხვისი ნაკლის წამოწევის ფონზე. ასეთი ადამიანი იმდენ დროს კარგავს სხვაზე საუბარში, რომ საკუთარი ცხოვრება დაულაგებელი რჩება.

ავტორ(ებ)ი : jolo.ge