Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

12:19 11.12.2017
პროდუქტები, რომლებიც მშვიდად დაძინების საშუალებას მოგცემთ

ავსტრალიელმა დიეტოლოგმა რიკ ჰეიმ კარგი ძილისთვის სასარგებლო პროდუქტები დაასახელა. კვლევის შედეგებს პორტალი Healthista ავრცელებს. 

 

პირველ ადგილზე დიეტოლოგმა მწვანე და თეთრი ჩაი დააყენა. მასში არსებული L-ვიტანიმები დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე. მეორე ადგილზეც ჩაია, ოღონდ გვირილის, რომელიც ადამიანს შფოთისგან ათავისუფლებს. 

 

მესამე პოზიციაზე დარიჩინია. საქმე ისაა, რომ ადამიანი ყოველ საათში სისხლში შაქრის რაოდენობის ცვლილების გამო იღვიძებს, ხოლო დარიჩინს შეუძლია რაოდენობის სტაბილიზება, დიაბეტის მქონე ადამიანებს კი დარიჩინი შაქრის დონეს შეუმცირებს. 

 

მეცნიერი უძილობისგან განკურნებისთვის კიდევ რამდენიმე პროდუქტს ასახელებს, ესენია: კოჭა, ბაობაბის ნაყოფი, ლიმონი, ძირტკბილა და მარაკუია. თითოეული ეს პროდუქტი ამშვიდებს ნერვულ სისტემას და შესაბამისად ადამიანს მშვიდი ძილის საშუალებას აძლევს. 

ავტორ(ებ)ი : imedinews.ge