Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

14:48 09.12.2017
წალკის მუნიციპალიტეტში სახლი 200 ეკომიგრანტ ოჯახს დაუკანონდა

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრები  200 ეკომიგრანტი ოჯახი  საცხოვრებელი სახლის მესაკუთრე გახდა.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი წალკაში კახაძეების ოჯახს ესტუმრა და საცხოვრებელი ფართის დაკანონება პირადად მიულოცა.

 

კახაძეებს მეწყერმა სახლი ხულოს მუნიციპალიტეტში დაუნგრია, რის შემდეგაც ოჯახი წალკაში გადასახლდა და ყველის წარმოება დაიწყო. დროთა განმავლობაში კახაძეებმა საოჯახო ბიზნესი გააფართოეს და საწარმო მშობლიურ ხულოშიც გახსნეს. დღეს, მათი პროდუქცია  თითქმის ყველა მსხვილ მაღაზიათა ქსელში იყიდება და ამერიკის სამ შტატში გადის ექსპორტზე.

 

ამ დრომდე, კახაძეების ოჯახს  წალკაში საცხოვრებელი ფართი დაკანონებული არ ჰქონდა. ეკომიგრანტი ოჯახებისთვის, 2004-2009 წლებში,  შესყიდული სახლების დაკანონების პროცესი მხოლოდ 2015 წელს დაიწყო. მთავრობის განკარგულებით, საქართველოს მასშტაბით 500-ზე მეტ ოჯახს  და მათ შორის კახაძეებს საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში  უკვე გადაეცა.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge