Powered by Jasper Roberts - Blog

12:18 08.12.2017
"კადრები შემცირდება"-მიხეილ გიორგაძე

კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ვარაუდობს, რომ რეორგანიზაცია-ოპტიმიზაციის შედეგად კულტურის და სპორტის გაერთიანებულ სამინისტროში კადრები შემცირდება. 



როგორც მინისტრმა განმარტა, შემცირებები შეეხება ძირითადად ადმინისტრაციულ მიმართულებას.



"ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია. ვფიქრობ, რომ ჩვენს სამინისტროს ამ ნაწილში 3 თვე არ დასჭირდება და ჩვენ ამ გეგმის წარსადგენად მზად ვიქნებით ბევრად უფრო ადრე. თუმცა კონკრეტულ ციფრებს მაშინ მოგახსენებთ, როცა ეს გეგმა ჩამოყალიბებული იქნება. წინასწარ შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვინარჩუნებთ დარგობრივ მიმართულებას, სპორტს და კულტურას. ადმინისტრაციული ხარჯების ნაწილში იქნება გარკვეული ოპტიმიზაცია და შემცირებები. კადრების შემცირებას ვვარაუდობ, თუმცა ეს შემცირება შეეხება ადმინისტრაციულ ნაწილს, ვინაიდან დარგობრივ ნაწილში სრულად ვინარჩუნებთ კადრებს, რომლებიც მაღალი პროფესიონალები არიან და ჩვენ არც ერთი პროფესიონალის დაკარგვა არ გვინდა", - განაცხადა გიორგაძემ.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge