Powered by Jasper Roberts - Blog

16:57 07.12.2017
"მიხეილ სააკაშვილი სახურავზე ყოფნისას გაცივდა, ხმა არ აქვს"-ადვოკატი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გაცივდა. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა რუსლან ჩერნოლუცკიმ განაცხადა. 



„ის მართლაც ცუდად გრძნობდა თავს, როდესაც მისი დაკავება ხდებოდა. ის სახურავზე ყოფნისას გაცივდა და როგორც ვიცი, ხმა არ აქვს. გუშინ ის თავს ძალიან ცუდად გრძნობდა. არის ინფორმაცია, რომ მისი მდგომარეობა გაუარესდა, თუმცა რა სიმპტომები აქვს, არ ვიცი“, - აღნიშნა ადვოკატმა. 



აღსანისნავია, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილი არ გამოჩენილა და მას არ მიუმართავს თავისი მხარდამჭერებისთვის. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge