Powered by Jasper Roberts - Blog

14:14 07.12.2017
მაიდანი სახურავზე - „კარიდან რომ ვერ მოასწრო, ფანჯრიდან გაიპარაო“

«Новое время» (რუსეთი), 07 დეკემბერი, 2017 წელი

https://newtimes.ru/articles/detail/133016/

 

სტატიაში უკრაინის „სპეცნაზის“ მიერ მიხეილ სააკაშვილის დაკავების მცდელობასთან დაკავშირებული გარემოებები და კურიოზული ფაქტებია გადმოცემული (ავტორი - ანასტასია სტანკო). გთავაზობთ ამონარიდებს:


მანსარდის შტურმი


უკრაინის უშიშროების სამსახურის სპეცრაზმი მიხეილ სააკაშვილის სახლტან დილის შვიდ საათზე მივიდა. რადგან „მასპინძელი“ დაუპატიჟებელ „სტუმრებს“ თვითონ კარს არ უღებდა, „სტუმრები“ რკინის კარის შემტვრევას დიდხანს მოუნდნენ. როგორც იქნა, ნახევარი საათის შემდეგ „ესბეუშნიკები“ ბინაში შევიდნენ, მაგრამ იქ მიხეილ სააკაშვილი არ აღმოჩნდა. როგორც გაირკვა, საქართველოს ექს-პრეზიდენტი მანსარდის ფანჯრიდან თურმე სახურავზე ავიდა და იქიდან ყვირილი დაიწყო, რათა მეზობელი ბინების მცხოვრებლებს გაეგონათ და დასახმარებლად მისულიყვნენ.


ამ ალიაქოთის დროს კურიოზებიც მოხდა: მიხეილ სააკაშვილის სახლის ირგვლივ ნობილური კავშირი ჩაახშეს, მაგრამ იმავდროულად რაციები „სპეცნაზელებსაც“ გაეთიშათ - ისინი ვერ ახერხებდნენსახურავზე მყოფი კოლეგებისთვის ინფორმაციის გადაცემას, ამიტომ მათ კიბეზე არბენ-ჩარბენა უხდებოდათ. სანამ მიხეილ სააკაშვილი სახურავზე იდგა და მხურვალე „რეჩით“ ხალხს უხმობდა, შენობასთან მისი ადვოკატი მივიდა და ესბეუშნიკებს“  კლიენტის დაკავების სანქცია მოითხოვა. როგორც აღმოჩნდა, მათ სანქცია არ ჰქონდათ...


ყველა ხედავს, მაგრამ მაინც ეძებენ


მიხეილ სააკაშვილზე, როგორც დაკავების რეჟიმიდან „გაქცეულზე“, უკრაინის მასშტაბით ძებნა გამოცხადდა, თუმცა საძებნიც არ იყო - იგი პარლამენტის წინ, ყველას დასანახად, სიტყვით გამოდიოდა, შემდეგ კი იქვე დაცემულ „კარვების ქალაქში“ მივიდა და დღემდე იქ იმყოფება. ასე რომ, მიხოზე ძებნის გამოცხადება კომიკურად გამოიყურება.


მიხეილ სააკაშვილის უახლოეს გეგმებშია დარჩეს თავის მომხრეებთან ერთად პარლამენტის შენობასთან (აქ მისთვის ყველაზე უხიფათო ადგილია) და იქიდან „გადადექი, პოროშენკო“ იყვიროს. თვით პეტრო კი, როგორც ჩანს, ისეა გაბრაზებული თავის ძველ ამხანაგზე, რომ არ მოისვენებს, სანამ მიხოს უკრაინიდან არ გააძევებს.


 

საქართველოს ექს-პრეზიდენტის თავგადასავალზე ბევრი იგავ-არაკი შეითხზა: მას ადარებენ იმ „კარლსონს, რომელიც სახურავზე ცხოვრობს”. გარდა ამისა, სოციალურ ქსელებში სახურავზე მყოფ მიხეილ ნიკოლოზოვიჩზე და მის მომხრეებზე სიცილის მომგვრელი ვიდეოებიც გამოქვეყნდა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge