Powered by Jasper Roberts - Blog

13:08 07.12.2017
„სააკაშვილს სამშობლოში მრავალწლიანი ციხე ელოდება - ამიტომ ცდილობს, რომ თავისი ამბიციები უკრაინაში დაიკმაყოფილოს"

«Frankfurter Runschau» (გერმანია), 07 დეკემბერი, 2017 წელი

http://www.fr.de/politik/georgiens-ex-praesident-strassenschlacht-um-micheil-saakaschwili-a-1401659

 

„მიხეილ სააკაშვილის დაკავების პროცესი ქუჩის ბრძოლად გადაიქცა. უკრაინის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს საქართველოს ექს-პრეზიდენტის დაკავება სურდათ, მაგრამ საბოლოო ჯამში ვერ მოახერხეს: იგი ჯერ სახურავზე გაეპარათ, შემდეგ კი, როცა ძირს ჩამოიყვანეს და პოლიციის ფურგონში ჩასვეს, მიხო მომხრეებმა გაათავისუფლეს“, - წერს გერმანელი ჟურნალისტი შტეფან შოლი, რომელიც საქართველოს ყოფილი მეთაურის თავს დატრიალებულ ტრაგიკომიკურ სიტუაციას გადმოსცემს.


„მიხეილ სააკაშვილს სამშობლოში მრავალწლიანი ციხე ელოდება - იგი რამდენიმე დანაშაულის ჩადენაშია ეჭვმიტანილი, ამიტომ ცდილობს, რომ თავისი ამბიციები უკრაინაში დაიკმაყოფილოს. იგი მისმა მეგობარმა პეტრო პოროშენკომ გუბერნატორად დანიშნა, მაგრამ ბოლოს მასვე აუმხედრდა და პრეზიდენტობიდან გადადგომა მოსთხოვა, „იმპიჩმენტის მარშიც“ კი გამართა კიევში.


 

როგორც უკრაინელი პოლიტოლოგი ვიქტორ ზამიატინი ამბობს, ექს-გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილის მიერ ინიცირებული უწესრიგობები მასობრივ სახალხო გამოსვლებში არ გადაიზრდება: „მას მხარს უკრაინელი ამომრჩევლის ორი პროცენტიც კი არ უჭერს. პეტრო პოროშენკოს უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავს“.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge