Powered by Jasper Roberts - Blog

11:51 05.12.2017
"აი, ესაა ქვეყანა!–თითქოს 98 პროცენტით რელიგიური საზოგადოების პროდუქტი არ იყოს ეს ყველა სიმახინჯე..."–ცოტნე გამსახურდია

ცოტნე გამსახურდია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"აი, ესაა ქვეყანა! აქ კიდევ - სკოლებში რელიგიის გაკვეთილები უნდა დავაბრუნოთო, თითქოს 98 პროცენტით რელიგიური საზოგადოების პროდუქტი არ იყოს ეს ყველა სიმახინჯე...

Marika Khidirbegishvili

“1998 წელს ისლანდია ევროპაში პირველ ადგილზე იყო არასრულწლოვნების მიერ ალკოჰოლის და ნარკოტიკების მოხმარების მხრივ. მაგალითად 16 წლამდე მოზარდებში 42%-ი ცხოვრებაში ერთხელ მაინც დამთვრალა, დღეს ეს პროცენტი 5-მდეა დასული. რამ გამოიწვია ეს რევოლუციური ცვლილებები?


1. ისლანდიაში მოქმედებს კომენდანტის საათი. 16 წლამდე მოზარდებს ეკრძალებათ საღამოს 10 საათის შემდეგ სახლიდან გასვლა. ამ დროს ქუჩებში და გასართობ დაწესებულებებში მოხალისეობრივ საწყისებზე მორიგეობს და მოძრაობს მშობელთა პატრული, რომელიც ბავშვს თუ აღმოაჩენს, ეგრევე მიყავს სახლში.


2. ჯარიმა და მშობელთა ქარტია. მშობლები ხელს აწერენ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც თუ მათი შვილი ალკოჰოლს ან ნარკოტიკს მოიხმარს, მათ ეკისრებათ მსხვილი ფინანსური გადასახადი, მეორეს მხრივ კი იღებენ ვალდებულებას, რომ განსაზღვრულ დროს აუცილებლად გაატარებენ ოჯახთან ერთად და მეტ დროს დაუთმობენ შვილებთან ურთიერთობას და საუბარს.


3. სახელმწიფო თითოეულ მოზარდზე გამოყოფს ყოველწლურად 500 დოლარის ოდენობის ვაუჩერს, რომლის განაღდებაც შეიძლება სხვადასხვა სპორტულ წრეებზე. შედეგად ისლანდიელი თინეიჯერების პრაქტიკულად 100 პროცენტი ჩაბმულია სპორტში (პირველ ადგილზე ფეხბურთი ყოფილა, მეორეზე - ცხენოსნობა), ხოლო თავად ეს სპორტული ტარდება კვირაში 5-6-ჯერ, ანუ მოზარდები სულ დაკავებულები არიან.


4. მეცნიერების საფუძველზე. ყველა თინეიჯერი წელიწადში ერთხელ ქვეყნის წამყვანი მეცნიერების მიერ შედგენილ სქელტანიან (რამოდენიმე ათეული გვერდი) კითხვარს ავსებს, რის საფუძველზეც შემდგომში იგივე მეცნიერები დეტალურად აანალიზებენ პრობლემებს, მიღებულ შედეგებს და დასაგეგმ აქტივობებს.


5. სახელმწიფოს ჩართულობა. ქვეყნის პირველი პირები: მინისტრები, პარლამენტარები, მერები და ა.შ. მუდმივად, ყოველკვირეულ რეჟიმში არიან ჩართულები ყველანაირ ღონისძიებაში, რაც კი ახალგაზრდებს უკავშირდება.”
– წერს ცოტნე გამსახურდია.

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge