Powered by Jasper Roberts - Blog

16:10 04.12.2017
"მოზარდების მკვლელობაში ბრალდებული ბერას მეგობრის დისშვილია" – სკანდალის აგორებაც არ იცით ხეირიანად!"

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"კობა ხაბაზმა დაგიფსათ სკანდალზე. "ნაცურ-მაცური" სააგენტოები ასეთ ინფორმაციას ავრცელებენ:


"მოზარდების მკვლელობაში ბრალდებული ბერას მეგობრის დისშვილია".


უნდა დაგეწერათ: "მოზარდების მკვლელობაში ბრალდებული ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერა ივანიშვილის მეგობრის დის შვილია მამის მხრიდან."

 

მეორე, უფრო მაგარი სკანდალი: "ბრალდებული უჩა მამაცაშვილის დეიდაშვილის, ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერა ივანიშვილის მეგობრის დის შვილია, რომელიც ტელევიზორიდან იცნობს ეკა ხვედელიძეს".


თქვე ჩუხნებო, სკანდალის აგორებაც არ იცით ხეირიანად!!!"–წერს ზედელაშვილი.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge