Powered by Jasper Roberts - Blog

15:32 04.12.2017
"არ მაქვს ინფორმაცია, რომ მოსწავლის მკვლელობაში ბრალდებული თავს ეკლესიას აფარებდეს"–მეუფე შიო

უწმინდესი ძალიან განიცდის ამ ამბავს და ყოველი ჩვენთაგანისთვის ეს არის ტრაგედია, – ასეთი კომენტარა გააკეთა პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიომ ხორავას ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.



რაც შეეხება კითხვას, რამდენად შეესაბამება სიმართლეს ინფორმაცია, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებული მოსწავლე თავს ეკლესიას აფარებს, მეუფე შიომ აღნიშნა, რომ ამ ფაქტის შესახებ მისთვის უცნობია. 



„ვერ გეტყვით. მე ეს ინფორმაცია არ მაქვს. არა მგონია. ეს არის ტრაგედია ჩვენი ერის. უწმინდესი ძალიან განიცდის ამ ამბავს და ყოველი ჩვენთაგანისთვის ეს არის ტრაგედია. საზარელი სისასტიკე. ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს. ღმერთმა აცხოვნოს მათი სულები“, – განაცხადა მეუფე შიომ. 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge