Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

13:50 02.12.2017
საუზმის გამოტოვება სიმსუქნეს იწვევს

თელავივის  უნივერსიტეტის მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ  საუზმის გამოტოვებამ შესაძლოა გამოიწვიოს სიმსუქნე, მეორე ტიპის დიაბეტი, ჰიპერტონია და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. ამის შესახებ ინფორმაცია MedicalXpres-ზე ვრცელდება.

 

გამოკვლევაში 18 ჭარბწონიანი და 18 ნორმალური წონის ადამიანი მონაწილეობდა. ერთ-ერთ გამოსაცდელ დღეს მათ საკვები მისცეს საუზმეზე და სადილად, მეორე დღეს კი მხოლოდ სადილად. ამასთან მათ სისხლის ანალიზიც აუღეს რათა თეთრი სხეულების კონცენტრაცია გაეგოთ. ამას გარდა, გლუკოზის, ინსულინის და საჭმლის მომნელებელი ჰორმონების დონეც მოწმდებოდა.

 

სპეციალისტების დასკვნით, საუზმე გენების სწორ ექსპრესიას იწვევს, რომლებიც დღე-ღამის განსაზღვრულ დროს უნდა ჩაერთონ. თავის მხრივ ეს არეგულირებს სხეულის წინას, არტერიულ წნევას და ხელს უშლის ათეროსკლეროზს.

 

ადამიანებს, რომლებიც არ საუზმობენ, შაქარი  და ინსულინისადმი მგრძნობელობის დაქვეითება აღმოაჩნდათ. ისინი მიდრეკილები გახდნენ სიმსუქნისკენ მაშინაც კი, როდესაც ჭარბად არ იკვებებოდნენ.

ავტორ(ებ)ი : imedinews.ge