Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

16:28 27.11.2017
ნიკოლ კიდმანს მეუღლემ ძვირადღირებული სახლი აჩუქა

ჰოლივუდის ცნობილ მსახიობს ნიკოლ კიდმანს მეუღლემ ძვირადღირებული სახლი აჩუქა. ნიუ-იორკში, მანჰეტენზე მდებარე ეს სახლი 39 მილიონ ამერიკულ დოლარადაა შეფასებული. ამის შესახებ New York Post-ი წერს.

 

6-სართულიანი წითელი აგურის სახლი XIX საუკუნის ბოლოს აშენდა. ის 17 ოთახისგან შედგება, კერძოდ, შვიდი საძინებელია, რვა სველი წერტილი და ორი ტანსაცმლისთვის გამოყოფილი სპეციალური ოთახი.

 

სახლის აღწერის მიხედვით, ცენტრალური კიბე მუხისგანაა დამზადებული, 10 ოთახს აქვს ბუხარი, მუხის იატაკია ყველგან და ფანჯრები მოოქრულია.

 

სახლის ძველი მფლობელები იყვნენ მარკ შაგალი და მაიკლ ჯექსონი. მისი ბოლო მფლობელი იყო მილიარდერი მარკ ლაზრი - საინვესტიციო ფონდის Avenue Capital-ის გენერალური დირექტორი. 2001 წელს მან ეს სახლი 11 მილიონ დოლარად იყიდა და ახლა 39 მილიონ დოლარად გაყიდა.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge