Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

15:33 25.11.2017
,,საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ან საერთოდ უნდა გაუქმდეს ან აღიჭურვოს კონტროლის უფლებებით" - გიორგი უძილაური

,,ქართუ ჯგუფის" საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, - გიორგი უძილაური, ფესიბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

 

,,საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ან საერთოდ უნდა გაუქმდეს ან აღიჭურვოს კონტროლის უფლებებით. გადავხედე ადმინისტრაციაში შემუშავებულ "სტრატეგია 2025"-ს. ინფრასტრუქტურის განვითარება ზედაპირულადაა ნახსენები, მაშინ როცა ინფრასტრუქტურა და სერვისი ავიაბილეთების სიძვირეზე არანაკლები პრობლემაა ტურიზმზე ორიენტირებულ ქვეყანაში.


ფაქტია, რომ საქართველო არ აღმოჩნდა მზადამდენი ტურისტისთვის და დიდი საფრთხეა, რომ ხისტი და აქტიური ჩარევის გარეშე, 2-3 წელიწადში ტურიზმის ნაკადი შემცირებას დაიწყებს. ტურისტებს უნდათ კარგი ინფრასტრუქტურა და კარგი სერვისი. სიმართლეს თვალი გავუსწოროთ, ქვეყანაში მოქმედი სასტუმროების უმრავლესობა დაბალი დონის, სახიფათო, ძვირი და სერვისით სამარცხვინო მდგომარეობაშია. კარგი სერვისი მაღალი კატეგირიის სასტუმროებს თუ აქვთ, 4* და 3* სასუმროებში კი მსგავსი ფუფუნება იშვიათობაა. კატასტროფული მდგომარეობაა ზღვისპირა სასტუმროებში, სადაც სერვისი სამარცხვინოა, ანტისანიტარია ნორმა, უსაფრთხოება 0...ისევე როგორც ამ ყველაფრის გამოსწორების სურვილი. 


სასტუმრო ბიზნესი არ ჩქარობს თვითრეგულირებასა და სტანდარტიზაციას, თავს კი იმართლებს ბიზნესის თქვისუფლებით. ეს ულტრალიბერალი ნაციონალების დანატოვარი მენტალობა არ შეიცვლება სახელმწიფოს ჩარევის გარეშე. და თუ ჩარევა არ მოხდება, ტურიზმის ბიზნესი ჩამოიქცევა. ჩარევაში არ იგულისხმება სასაცილო და არაფრისმომტანი ჯარიმები, სასტუმროებს უნდა მიეცეთ ვადა მდგომარეობის გამოსასწორებლად, ან აეკრძალოთ ფუნქციონირება. ადამიანის სიცოცხლე და უსაფრთხოება უფრო მაღლა დგას ვიდრე ულტრალიბერალების ეკონომიკური პლატფორმები.
ხელისუფლებას არ უნდა ეშინოდეს ბიზნესის, არც ფორმალურის და არც არაფორმალურის. ეს ეხება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურასაც. სირცხვილია, ტურიზმის ქვეყანაში არ არსებობდეს ევროპული დონის ავტოსადგურები ნორმალური განრიგებით. 


ტურიზმს ვევრი პრობლემა აქვს და მათი მოგვარება მხოლოდ ადამიანების ტრაგედიების შემდეგ რომ არ ხდებოდეს, საჭიროა რადიკალური რეფორმა და ტურიზმზე პასუხისმგებელი უწყების გაძლიერება...ან საერთოდ დახურვა და შესაბამისი კონტროლის ფუნქციების სხვა უწყებებზე გადანაწილება"
- წერს იგი. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge