Powered by Jasper Roberts - Blog

19:04 16.11.2017
თბილისში წიგნის მუზეუმი იხსნება

ხვალ, 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პირველ კორპუსში, კავკასიაში უდიდესი და ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო წიგნის მუზეუმი გაიხსნება.  ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება.


წიგნის მუზეუმი  ბოლო ათწლეულების ყველაზე მასშტაბური პროექტი ამ სფეროში. მუზეუმი   ქვეყანაში დაცულძვირფას წიგნების პირველი მუდმივმოქმედი გამოფენა, რომელიც ოთხ ნაწილადაა წარმოდგენილი: 1) საკუთრივ იშვიათი გამოცემების მუზეუმი, სადაც სიძველით და ფორმით გამორჩეული წიგნებია წარმოდგენილიმაგალითად ქართულ-იტალიური ლექსიკონი (1629), ვახტანგის სტამბის გამოცემები, ინკუნაბულა და სხვ.; 2) „ვეფხისტყაოსნისმუზეუმიაქ წარმოდგენილია პოემის ყველა გამოცემა ქართულ და უცხოურ ენებზე; 3) ილიას დარბაზიილია ჭავჭავაძის კაბინეტის ექსპოზიცია, მისი პირადი ნივთებითა და ბიბლიოთეკით; 4) ბროსეს საცავიულტრათანამედროვე საცავი, აღჭურვილი შესაბამისი კლიმატკონტროლის აპარატურით.


ქვეყნის მთავარი ბიბლიოგრაფიული განძის - ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული  იშვიათი გამოცემებისთვის ულტრათანამედროვე საცავის და მუზეუმის გამართვა ბიზნესის თანადგომით გახდა შესაძლებელი. ამჯერად ეროვნული ბიბლიოთეკის პარტნიორი იყოდავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდი“. ამ ფონდის მხარდაჭერით მოხდა იმ იდეის განხორციელება, რომელიც ჯერ კიდევ გალაკტიონმა გამოთქვა წლების წინ   (საქართველოში წიგნის მუზეუმის მოწყობა სწორედ მისი ჩანაფიქრი იყო).


საქართველოში პირველი და რეგიონში ყველაზე დიდი წიგნის მუზეუმი, რომლის ფონდიც 19 ათასზე მეტ უნიკალურ გამოცემას ინახავს, სახელმწიფოსა და ბიზნესსექტორის წარმატებული თანამშრომლობის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია

 

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge