Powered by Jasper Roberts - Blog

16:12 16.11.2017
შოკოლადის ტორტი ნუშის ფქვილით

თუკი გადაწყვიტეთ გლუტენზე უარი თქვათ, სცადეთ მოამზადოთ საყვარელი დესერტები ნუშის ფქვილი. ასე გამომცხვარი ტკბილეული ბევრად ნაზი და გემრიელია.

 

ინგრედიენტები

  • კარაქი - 150 გ
  • ნუშის ფქვილი - 200 გ
  • კვერცხი - 5 ცალი
  • შავი შოკოლადი - 200 გ
  • შაქარი - 50 გ
  • შაქრის პუდრა - 50 გ

 

მომზადების წესი

 

ნუშის ფქვილს შეურიეთ შაქარი. გაადნეთ შოკოლადი კარაქთან ერთად წყლის აბაზანაზე.


ათქვიფეთ კვერცხი შაქრის პუდრასთან ერთად. დაუმატეთ ფქვილისა და შაქრის მშრალი მასა და განაგრძეთ თქვეფა.


შემდეგ დაუმატეთ ძირითად მასას გამდნარი შოკოლადი და აკრაქი და აურიეთ ხის კოვზით.


მზა ცომი ჩაასხით პერგამენტდაფენილ ფორმაში და აცხვეთ წინასწარ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 5 წუთი, შემდეგ დაუკელით ტემპერატურას 160 გრადუსამდე და აცხვეთ 25 წუთი.


სუფრასთან მიტანის წინ მოაყარეთ შაქრის პუდრა.

 

გემრიელად მიირთვით!

ავტორ(ებ)ი : gemrielia.ge