Powered by Jasper Roberts - Blog

15:36 14.11.2017
29 ნოემბერს, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე, მისასალმებელი სიტყვით ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ვაზილ ჰუდაკი გამოვა

ჰუდაკი ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას 2016 წლიდან იკავებს.


ის იყო სლოვაკეთის თავმჯდომარეობის დროს ევროკავშირის უფროსი შუამავალი ფინანსურ საკითხებში ევროკავშირის საბჭოში.


2015-2016 წლებში იგი იყო სლოვაკეთის ეკონომიკის მინისტრი.


იყო ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი და სლოვაკეთის რესპუბლიკის წარმომადგენელი ევროპის სტაბილურობის მექანიზმის მმართველთა საბჭოში.


ვაზილ ჰუდაკი ასევე, J.P. Morgan Chase-ში იყო აღმოსავლეთ ევროპის სახალხო სექტორის უფროსი მრეწველობის დარგში და მუშაობდა აშშ-სა და ევროპის “Citi Group”- სა და აღმოსავლეთ-დასავლეთ ინსტიტუტის ფილიალებში.


ჰუდაკმა კარიერა  ჩეხოსლოვაკიის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიწყო.


 

სწავლობდა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტში, პრაღის ჩარლზის უნივერსიტეტსა და ჰარვარდის ბიზნესსკოლაში.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge