Powered by Jasper Roberts - Blog

13:37 14.11.2017
ბროკოლის სასარგებლო თვისებები

ბროკოლი (Brassica asparagoides Lisg.) ერთწლიანი ბოსტნეული კომბოსტოსებრთა ოჯახიდან. მისი სამშობლოა მცირე აზია. ცნობილი იყო ჯერ კიდევ ძველ რომში და დიდი ხანია პოპულარულია საფრანგეთსა და იტალიაში.


მისი ადრეული ჯიშბი მწვანე ფერისაა, ხოლო გვიანი იისფერი. ყველაზე მეტი სასარგებლო ნივთიერებაა ახალგაზრდა ბროკოლში. მისი შენახვა რეკომენდირებული მაცივარში. სინათლეზე ბევრი ნივთიერება ნადგურდება. მისი გაყინვა არ ახდენს გავლენას მის ქიმიურ შემადგენლობაზე, მაგრამ ბოსტნეულის განმეორებითი გაყინვა არ შეიძლება.


მიკროტალღურ ღუმელში მომზადებისას მისი სასარგებლო ნივთიერებების 80% იკარგება. ხარშვისას – ნახევარზე მეტი. ორთქლში ჩაშუშვისას მხოლოდ 5-6%. ბროკოლი გემოთი გავს ყვავილოვან კომბოსტოს, მაგრამ უფრო პიკანტურია. მისგან ამზადებენ სუპებს, სალათებს, მიაქვთ სუფრაზე გარნირის სახით. სასარგებლოა 200-300 გრამი ბროკოლის გამოყენება დღეში.


შეიცავს ვიტამინებს C, A, B1, PP, B2, კალიას, რკინას, ნატრიუმს, კალციუმს, ფოსფორს, მაგნიუმს, მარგანეცს, იოდს. ასევე რიბოფლავინს, მეტიონინს, ქოლინს, ტიამინს.
ბროკოლი აძლიერებს იმუნიტეტს და გამოყოფს ნივთიერებას (იზოციანინი), რომელიც ებრძვის კიბოს უჯრედების გავრცელებას. ის არ კურნავს კიბოს მაგრამ პეგულარული მოხმარების შემთხვევაში ახდენს მის პროფილაკტიკას.


ის ათავისუფლებს ორგანიზმს ზედმეტი ქოლესტერინისაგან და ეხმარება ძარღვების კედლების დაცვას. ასევე მასში შემავალი სულფარაფანი კლავს ზიანის მომტან ბაქტერიებს, იცავს კანს ულტრაიისფერი სხივებისგან და ეხმარება კანს აღდგენაში.

 

რეცეპტი: ბროკოლი კარტოფილით


ინგრედიენტები: 2 კარტოფილი, ნახევარი კილო ბროკოლი, 2 მწვანე ჩილი, 1 წითელი წიწაკა, 3 კბილი ნიორი, ჩაის ჭიქა მდოგვის მარცვალი, 1/4 კოვზი კურკუმი, 5 სუფრის კოვზი ნებისმიერი ზეთი.


მომზადება: გაფცქვენით კარტოფილი და დაჭერით კუბიკებად, ბროკოლი დაჭერით ნაწილებათ, ჩილი დაჭერით 2-3 ნაწილად. ცზელ ზეთიან ტაფაზე დააწყვეთ მდოგვის მარცვლები, მოგვიანებით დაამატეთ წვრილად დაჭრილი ნიორი და კურკუმი. შემდეგ ტაფაში დაამატეთ ბოსტნეული, მარილი გემოვნებით, ჩილი და 20 მლ. წყალი. აურიეთ, დაახურეთ სახურავი და ხარშეთ მომზადებამდე.

ავტორ(ებ)ი : georgianels.ge