Powered by Jasper Roberts - Blog

12:57 14.11.2017
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე გახდა

თბილისის მეექვსე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე გახდა. საკრებულოს სხდომაზე მისი კანდიდატურა უმრავლესობის წევრმა, მარიკა დარჩიამ წარადგინა. 



გიორგი ტყემალაძეს 44-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 1 კი წინააღმდეგი იყო. გიორგი ტყემალაძემ პირველ რიგში ახლადარჩეულ დეპუტატებს 21 ოქტომბრის არჩევნებში მიღწეული წარმატება მიულოცა და ასევე მადლობა გადაუხადა მეხუთე მოწვევის საკრებულოს წევრებსა და საკრებულოს თავმჯდომარეს. 



საკრებულოს ახალმა თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მეხუთე მოწვევის საკრებულოში გადაწყვეტილებების მიღება შინაარსობრივად ხდებოდა და არა პოლიტიკური ნიშნით. მისივე თქმით, იგი იქნება გარანტი, რომ ყველა პროცესი საკრებულოში გამჭვირვალედ და ღიად ჩატარდეს. 


ტყემალაძის განცხადებით, მათთან ერთად ოპოზიცია ვალდებულია მოსახლოებისათვის სასარგებლო, ეფექტური გადაწყვეტილებები მიიღონ. 


ამასთან, გიორგი ტყემალაძემ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა თბილისის ახლა მერს კახა კალაძეს. 



ამ წუთებში თბილისის საკრებულოს დეპუტატები თავმჯდომარის მოადგილეებს ირჩევენ. 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge