Powered by Jasper Roberts - Blog

12:21 14.11.2017
"რასაც ვამბობ, შეიძლება უკუღმა ახდეს, თბილისში, ახალი ადგილობრივი თვითმმართველობის პირობებში"–არჩილ გამზარდია

საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"რასაც ვამბობ, შეიძლება უკუღმა ახდეს თბილისში ახალი ადგილობრივი თვითმმართველობის პირობებში, თუმცა მაინც ვიტყვი. გუშინ დავწერე რომ სწორი იქნება თუ ნაძალადევის გამგებელს შეცვლიან, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ ახალი მერი კმაყოფილია მისი მუშაობით - არ ვიცი, რითი და რის გამო, მაგრამ...


აქვე ვიტყვი, რომ მერიაში ყველაზე ეფექტურ უწყებად ბაღების სააგენტოს დავასახელებდი, სად რა უკანა დინებები იყო არ ვიცი, მაგრამ სწორედ ბაღების სააგენტოს ეფექტური მუშაობის შედეგია ის, რომ ორივე შვილი საჯარო ბაღის აღსაზრდელია, ერთმა დაასრულა, მეორე კი წელს შევიდა. კმაყოფილი ვარ მათი უსაფრთხო გარემოთი, კვებით, მასწავლებლით, ბაღის მართვით და ა.შ. სავარაუდოდ, ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელს შეცვლიან, თუმცა, მე მიმაჩნია, რომ ეს არასწორი გადაწყვეტილება იქნება ან ყოველ შემთხვევაში, იმედს დავიტოვებ, რომ კიდევ უფრო ეფექტური მმართველით მაინც შეიცვლება.


სიახლეებს მერიაში ეტაპობრივად გავეცნობით, ჯერჯერობით კონკრეტული გადაწყვეტილებები მხოლოდ მერის მოადგილეების მიმართულებით გავიგეთ, რა დონეზეც ზედაპირულად შემიძლია ვიმსჯელო ამ გადაწყვეტილებაზე, მინიმუმ დადებითი მოლოდინები მაქვს, დასახელებული მოადგილეები ჩემი მხრიდან არანაირ ცუდ დამოკიდებულებას არ იწვევენ, პირიქით, დადებითსაც. დანარჩენს მოლოდინებისა და კონკრეტული შედეგების შესაბამისობა გვაჩვენებს,"–წერს არჩილ გამზარდია.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge