Powered by Jasper Roberts - Blog

11:35 14.11.2017
ფონდი ,,ქართუს“ ქველმოქმედება

ბიძინა ივანიშვილის ფესბუქის ოფიციალურ გვერდზე, ფონდი ,,ქართუს“ ქველმოქმედების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება, რომელსაც, ,,ჯორჯიან თაიმსი" უცვლელად გთავაზობთ:

 

რეგიონში უნიკალური სივრცე თავისი ტექნიური მონაცემებით, 9500 მაყურებელზე გათვლილი საკონცერტო დარბაზი 250 მლნ. ლარზე მეტი დაჯდა, დაფინანსდა ფონდ „ქართუს“ მიერ. ვარძია - კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი, ძეგლის სარესტავრაციო სამუშაოები დაახლოებით 2 მლნ. ლარი დაჯდა, თანხა „ქართუმ“ გამოჰყო. მასშტაბური სამუშაოების შედეგად 20%-ით გაიზარდა ქვაბულების რაოდენობა. არსებობის 25 წლის განმავლობაში „ქართუ“ ფონდმა 800-ზე მეტი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რესტავრაცია ჩაატარა. აშენდა ახალი შენობები, ინვესტიიცები ჩაიდო განათლების, მეცნიერების, მედიცინის, სპორტის და კულტურის სფეროებში.


ფონდმა 8 მლნ-იანი კონტრიბუცია განახორციელა 13 ივნისის სტიქიით დაზარალებულების დასახმარებლად. „ქართუ“ საქართველოში ერთადერთი ფონდია, რომელიც ქველმოქმედებისთვის საზოგადოებაში შეგროვებულ თანხებს არ იყენებს. ის სრულად ფინანსდება ბიძინა ივანიშვილისა და ეკატერინე ხვედელიძის მიერ.

 

შეგახსენებთ, რომ ეს ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტების არასრული ჩამონათვალია.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge