Powered by Jasper Roberts - Blog

11:11 14.11.2017
საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მითვისებისა და მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი კომპანიის ხელმძღვანელი ამხილა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა,  გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების  მითვისებისა და მოტყუებით დაუფლების ფაქტზე,  ორი კომპანიის ხელმძღვანელი ამხილა.


გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში, ბრალდებულმა, ახალციხის მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოების დროს, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ხელოვნურად გაზარდა შესრულებული სამუშაოების მოცულობა და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა 130 785 ლარს. 


ხოლო, მეორე შემთხვევაში, ბრალდებულმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტში  მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებისას,  ხარჯთაღრიცხვით  გათვალისწინებული მაღალი ხარისხის მასალის ნაცვლად, დაბალი ხარისხის და ნაკლები მოცულობის მასალა გამოიყენა,  რა გზითაც, მოტყუებით დაეუფლა 9 257 ლარს.


საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182 - ე მუხლის მესამე  და 180 - ე მუხლის მეორე ნაწილებით.


 

ამ ეტაპზე, ტარდება შესაბამისი ღონისძიებები დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა - მხილების და ბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge