Powered by Jasper Roberts - Blog

15:24 13.11.2017
კახა კალაძემ თბილისის ვიცე-მერი და მოადგილეები წარადგინა

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მერიაში თავისი ახალი გუნდი წარადგინა. კალაძემ საზოგადოებას მადლობა გადაუხადა გამოცხადებული ნდობისთვის და განაცხადა, რომ მას სრულად აქვს გააზრებული ის პასუხისმგებლობა რასაც მას დედაქალაქის მერობა აკისრებს. მისი თქმით, მისი გეგმების განხორციელებას კომპეტენტური ადამიანები სჭირდება, კალაძის თქმით მისი გუნდის წევრები სწორედ ასეთები არიან.


ვიცე მერი ირაკლი ხმალაძე იქნება, მერის მოადგილეები იქნებიან მაია ბითაძე და ირაკლი ბენდელიანი, მერის მოადგილის თანამდებობაზე რჩება გიგა ნიკოლეიშვილი. კალაძის თქმით მეხუთე მოადგილე იქნება ილია ელოშვილი, რომელიც მათ გუნდს უახლოეს მომავალში შეუერთდება, მას შემდეგ რაც ენერგეტიკის სამინისტროს რეორგანიზაცია მოხდება.

 

საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელების წარდგენას კალაძე უახლოეს მომავალში გეგმავს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge