Powered by Jasper Roberts - Blog

15:03 13.11.2017
,,ერთი რჩევა მინდა მივცე გიორგი გახარიას..." - ნინო ჯღარკავა

ჟურნალისტი - ნინო ჯღარკავა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

 

,,წარმატებები მინდა ვუსურვო გიორგი გახარიას, არ იქნება იოლი მისთვის ის ტვირთი რაც მხრებზე დააწვა!


ვერ დავიბრალებ არ ვიცნობ მას, არც ჩემი მეგობარია, არც ნაცნობი და არც უცნობი! მასზე მხოლოდ კარგი მსმენია, სხვათაშორის ძალიან მიქო ირაკლი ღარიბაშვილმა, წესიერი და უაღრესად განთლებული კაციაოო, მე ირაკლის ვენდობი! ერთი რჩევა მინდა მივცე; პოლიციელობა ყველაზე დაუფასებელი და უმადური პროფესიაა, როგორც კი ერთ პოლიციელს გაწირავ და უდიერად მოექცევი, მთელი სისტემა გაგიდგება, ოჯახია პოლიცია და ოჯახს მოფრთხილება უნდა! კარგი ბიჭები გხვდებიან მანდ,კარგებსაც მიიყვან ალბათ, მაგრამ თუ მათ შრომას არ დაუფასებ, აუცილებლად გაგწირავენ!მთავარია მიგიღოს სისტემამ! წარმატებები!" - წერს იგი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge