Powered by Jasper Roberts - Blog

12:53 13.11.2017
კარლეს პუჩდემონმა ევროკავშირს მოუწოდა, ესპანეთის მთავრობაზე ზეწოლა განახორციელოს

კატალონიის მთავრობის ყოფილმა ხელმძღვანელმა კარლეს პუჩდემონმა ევროკავშირს მოუწოდა, დემოკრატიული ნორმებიდან გადახვევის გამო, ესპანეთის მთავრობაზე ზეწოლა განახორციელოს.



კარლეს პუჩდემონმა მაგალითად მოიყვანა პოლონეთი და უნგრეთი, რომლებსაც მიგრანტების მიღებაზე უარის თქმის გამო, ევროკავშირი პოლიტიკურ-ეკონომიკური სანქციებით დაემუქრა. 



„ველოდები, რომ ევროკავშირი იგივეს გააკეთებს, რაც პოლონეთისა და უნგრეთის მიმართებით გააკეთა. თუ დემოკრატიასთან მიმართებაში ბოროტად მოპყრობას აქვს ადგილი, ეს არ არის შიდა საქმე. ცხადია, რომ ესპანეთის მთავრობა არ იცავს ფუნდამენტური უფლებების ქარტიას“, - განაცხადა პუჩდემონმა გაზეთ Soir-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. 



ამავდროულად, კარლეს პუჩდემონმა აღნიშნა, რომ „ევროკავშირს არ შეუძლია მოსაზრება გამოთქვას იმ სხვადასხვა რეალიებთან დაკავშირებით, რომლებიც მოქალაქეებსა და ევროკავშირს შორის კრიზისის მიზეზს წარმოადგენს“. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge