Powered by Jasper Roberts - Blog

12:39 13.11.2017
პრემიერმა გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტზე ლევან დავითაშვილი წარადგინა

გარემოს დაცვის სამინისტროს უერთდება სოფლის მეურნობის სამინისტრო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

 

კვირიკაშვილის განცხადებით, გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტს ლევან დავითაშვილი დაიკავებს. 


„ჩვენი ქვეყნისთვის ამ ორი უმნიშვნელოვანესი სფერო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის გაერთიანება აპრობირებულია ბევრ განვითარებულ ქვეყანაში. სწორედ ასეთი მოდელი მოქმედებს წარმატებულ ევროპულ ქვეყნებში: ესპანეთში, ავსტრიაში, ჰოლანდიაში, მსგავსი მოდელებია პორტუგალიაში, საფრანგეთში, იტალიასა და ბულგარეთში. ეს მიდგომა უზრუნველყოფს ორივე მიმართულების კიდევ უფრო გაძლიერებას და არავითარ შემთხვევაში რომელიმე მათგანის შესუსტებას“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge