Powered by Jasper Roberts - Blog

12:19 13.11.2017
ეკონომიკის, ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი ერთიანდება, გაერთიანებულ უწყებას კი დიმიტრი ქუმსიშვილი უხელმძღვანელებს

მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებები ხორციელდება. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ცვლილებების შედეგად რამდენიმე სამინისტრო გაერთიანდება. 


კერძოდ, პრემიერის თქმით, ეკონომიკის სამინისტროსთან გაერთიანდება ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი. 


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე დიმიტრი ქუმსიშვილი ინიშნება, რომელიც ინარჩუნებს პირველი ვიცე-პრემიერის სტატუსს და კოორდინაციას გაუწევს ეკონომიკური გუნდის მუშაობას. 


"წარმოგიდგენთ ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებების პროექტს, რომლის მიხედვითაც იგეგმება მთავრობის სტრუქტურის ცვვლილება და რომელსაც მოჰყვა შესაბამისი საკადრო გადაადგილებები შემდეგი მიმართულებით. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უერთდება ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოსა და ბუნებრივი დაცვის სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე ინიშნება დიმიტრი ქუმსიშვილი, რომლიც ინარჩუნებს პირველი ვიცე-პრემიერის სტატუსს და კოორდინაციას გაუწევს ეკონომიკური გუნდის მუშაობას. თქვენ იცით, რომ ეკონომიკის სწრაფი განვითარება, რომელიც ჩვენი მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია, კიდევ უფრო მოქნილი ეკონომიკური პოლიტიკის გატარებას ითვალისწინებს. ეკონომიკის სამინისტრო მულტისექტორული უწყებაა და პასუხისმგებელია არამხოლოდ ზოგადად ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი მიმართულების შემუშავებაზე, არამედ საგარეო ვაჭრობის ტრანსპორტის, კომუნიკაციების ინოვაციურ მოწყობაზე და სხვა სექტრორულ განვითარებაზე. ენერგეტიკის ბუნებრივი რესურსების მართვის და ეკონომიკის სხვა მიმართულებების ერთი ქოლგის ქვეშ მოქცევა ჩვენს ეკონომიკურ განვითარებას უფრო ეფექტიანს და შედეგზე ორიენტირებულს გახდის", - განაცხადა პრემიერმა. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge