Powered by Jasper Roberts - Blog

16:39 08.11.2017
კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრების დაკავების გამო, ნაციონალისტურმა ორგანიზაციებმა გაფიცვა გამოაცხადეს

კატალონიაში, ნაციონალისტურმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრების დაკავების გამო საყოველთაო გაფიცვა გამოაცხადეს. აქცია „კატალონიის ნაციონალური ასამბლეის“ და Omnium Cultural ორგანიზაციით იმართება. მომიტინგეების მიერ ათეულობით საავტომობილო გზა და რკინიგზაა გადაკეტილი. კერძოდ, მომიტინგეებმა 35 მაგისტრალი, მათ შორის ბარსელონაში მდებარე რამდენიმე გზა გადაკეტეს. 



კატალონიის საავტომობილო მოძრაობის სამსახური მძღოლებს ურჩევს, უარი თქვან მანქანით გადაადგილებაზე.



გარდა ამისა, საყოველთაო გაფიცვის მონაწილეებმა ქალაქ ჟირონაში რკინიგზის სადგური დაიკავეს. 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge