Powered by Jasper Roberts - Blog

16:05 07.11.2017
"სულმდაბალი, ავადმყოფური საქციელია, რომ გოგა ონიანი ჩასვეს"–მიხეილ სააკაშვილი

გოგა ონიანის დაკავება სულმდაბალი, ავადმყოფური საქციელია ბოღმიანი და პატარა მასშტაბის ადამიანების, - ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ადვოკატ გოგა ონიანის დაკავებას.



მიხეილ სააკაშვილის თქმით, გოგა ონიანის დაკავება მძიმე შემთხვევაა, თუმცა დროებითია. 



”დღეს მე აღშფოთებული ვარ, რომ გოგა ონიანი ჩასვეს. გოგას კრიმინალად გამოცხადება სულმდაბალი, ავადმყოფური საქციელია ბოღმიანი და პატარა მასშტაბის ადამიანების. ის მართლა მაგარი ადვოკატია და ბევრ ადამიანს დაეხმარა. 


ავადმყოფული ადამიანის ტვინში რაც დაიბადება, ჩემს ტვინში აზრადაც არ მომივიდოდა რომ ეს შესაძლებელია.



საქმე გვაქვს მძიმე შემთხვევასთან, თუმცა არაუშავს, დროებითია,” - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ”რუსთავი 2-თან” საუბრისას. 



ადვოკატი გიორგი ონიანი მოსამართლის გადაწყვეტილებით სასამართლო დარბაზში დააკავეს. ონიანს, რომელიც სასამართლომ 4-ვე წარდგენილ ბრალში დამნაშავედ სცნო, 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.



გიორგი ონიანს ბრალი რამდენიმე მუხლით ჰქონდა წაყენებული, მათ შორის უკანონო დაკავების, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ბრალდებით. 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge