Powered by Jasper Roberts - Blog

13:32 06.11.2017
სიკვდილის შემდეგ ტვინი ცნობიერ მდგომარეობას მცირე ხნით ინარჩუნებს

მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ გარდაცვალების შემდეგ, ადამიანის ტვინი ძალიან მცირე ხნით, მაგრამ მაინც მუშაობს და ირგვლივ არსებულ ვითარებას გრძნობს. ასეთ მოსაზრებამდე მივიდნენ კვლევით ცენტრის Langone-ისა და ნიუ-იორკის უნივერსიტეტის სპეციალისტები. ინფორმაცია Live Science-ში გამოქვეყნდა.

 

როგორც გამოცემა წერს, წლების განმავლობაში მეცნიერთა ჯგუფი მომაკვდავისა და გარდაცვლილის სხეულს აკვირდებოდა. დაკვირვების შედეგად კი აღმოჩნდა, რომ გარდაცვალების შემდეგ, ადამიანის ტვინი ცნობიერ მდგომარეობას მცირე ხნით ინარჩუნებს - ის რაღაც პერიოდი აქტიური რჩება.

 

მეცნიერთა ჯგუფის ხელმძღვანელი სემ პარნინა იმასაც კი ამბობს, რომ გარდაცვლილი ადამიანის ტვინი, სავარაუდოდ, გრძნობს ყველაფერს, რაც მის თავს ხდება და რისი შეგრძნების მოსწრებაც მცირე დროის განმავლობაშია შესაძლებელი.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge